• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციამ მუხტი დაკარგა… დღეს მრავალათასიანი აქცია ჩატარდებოდა…” – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
00:04 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:

“ნაციონალურმა მოძრაობამ და მათს თარგზე აწყობილმა ე.წ. ოპოზიციამ ფაქტობრივად ჩაისვარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ რაღაც წერტილოვანი ბწკენებით ქვეყანაში დესტაბილიზაცია გააღვივონ, უკვე აღარ გამოსდით.

დაკარგეს ის აღგზნებული მუხტი, როგორიც მაგალითად სააკაშვილის პატიმრობა, ან უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

დაკარგეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ყველა მცდელობა სიყალბეზე და ადამიანების მოტყუებაზე იყო და არის აგებული.

სტანდარტია, რომ სიცრუით არამც თუ რევოლუცია, უბრალო არეულობის მოწყობაც შეუძლებელია.

სავარაუდოდ მათ ეს უნდა იცოდნენ, მაგრამ მათი მენტალობა, ფსიქოლოგიური არსი, უაზრო სიჯიუტე და ჟინი დაიბრუნონ დაკარგული ძალაუფლება, რეალობის განსაზღვრის საშუალებას არ აძლევთ.

არ აძლევთ იმ მანიაკების მსგავსად, რომლებმაც იციან, რომ მათი საქციელი ცუდია, მაგრამ შინაგან ხმას და ვნებას ვერ ეწინააღმდეგებიან.

ის რომ მუხტი დაკარგეს ასევე კარგად ჩანს სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების ფაქტობრივად მდუმარე მოლოდინი.

მათ რომ ის შემართება ჰქონდეთ, რაც პირველ რიგში სიმართლით იქნებოდა განპირობებული, დღეს მრავალათასიანი აქცია ჩატარდებოდა. დასავლური ინსტიტუტების მეილები გაივსებოდა მათგან გაგზავნილი საჩივრებით, მაგრამ უნიათო, რიგითი განცხადებების მეტი არაფერი გახმიანებულა.

არ გახმიანებულა და არც გახმიანდება, რადგანაც ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ნათელაშვილი, ჯაფარიძე და ხოშტარია.

ძალიან კარგად იციან, რომ ნათელაშვილისა და ჯაფარიძის „პოლიტიკური მოღვაწეობა“ მხოლოდ მომხვეჭელობის სურვილით არის გაჟღენთილი, ხოლო ხოშტარიას ყოვლად არაადეკვატური გამოხტომები (თუნდაც ბოლო – კიევის გარეუბნის ერთ ბოძზე რაღაც სტიკერის გაკვრა, შემდგომ მისთვის ფოტოს გადაღება და ქართული მედიით გავრცელება, არც პოლიტიკაა და არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა), არანაირად არ არის მიმართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ.

ასე რომ გადაწყვეტილება მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ნამდვილად მისაღებია და მისაღებია პირველ რიგში ქართული პოლიტიკური სპექტრის გასუფთავების გამო”

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved