• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციამ – ხალხში გავალთო და ამას ვერ მოაბეს თავი – გაზაფხულზე წვიმებია, ზაფხულში ცხელა, შემოდგომითაც წვიმებია და თან რთველია და ზამთარში ცივა” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:27 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღარ არსებობს და შარლ მიშელის ფორმატის მსგავს მოლაპარაკებებში ხელისუფლება აღარ ჩაერთვება, აღარაფერი გვაქვს მოსალაპარაკებელი ოპოზიციასთანო. რას ნიშნავს ეს განცხადება?

– არათუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, პოლიტიკა საერთოდ მოკვდა ქვეყანაში, პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს. რა მოცემულობა მივიღეთ? საზოგადოებაში ხელისუფლების ნდობის ხარისხი კრიტიკულ ზღვარზეა,  ამით უკვე ხელისუფლების ლეგიტიმაცია დგას ეჭვქეშ. 22–23% გახლავთ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა, ბოლო სანდო კვლევის თანახმად. გაითვალისწინეთ, რომ აქ შედის ადმინისტრაციული რესურსი, 8–10 პროცენტი, მათზე მიბმული და მათზე დამოკიდებული ხალხი. თუმცა, ოპოზიცია კიდევ უარეს დღეშია.  ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. შესაბამისად, პოლიტიკა აღარ არსებობს. რაც არ არსებობს, შეიძლება იმის კრიზისზე ვილაპარაკოთ?  ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკის იმიტაციები  ყველა მხრიდან სხვათაშორის.

ოპოზიციის ლიდერები იქცნენ პოლიტიკურ კომენტატორებად. ერთი წელია იძახიან, ხალხში გავალთო და  ვერ მოაბეს თავი ხალხში გასვლას. გაზაფხულზე წვიმებია, ზაფხულში ცხელა, შემოდგომითაც წვიმებია და თან რთველია და ზამთარში ცივა და  ორ–ორი შობა და ახალი წელი აქვთ და როდისღა უნდა გავიდნენ ხალხში? შესაბამისად, ეს უფსკრულია გაზრდილი და ხალხმა დაკარგა პოლიტიკური ელიტისადმი ნდობა. ისინი ჩატოვა  კომპრომეტირებულ წარსულსა და კომპრომეტირებულ აწმყოს შორის. სუფთა ფურცლიდან მომავლის არჩევას, მომავლის იმედს, ენერგიას, ვერც ერთი პარტია ვერ ასხივებს. ხალხს ვერ აძლვენ უკეთესი მომავლის რეალურ იმედს. ქაღალდეზე რას დაწერენ, ეგ ხალხს არ აინტერესებს. არც მათი, უსაგნო განცხადებები და კომენტარები აინტერესებს. ამით უკვე დაიღალა ხალხი, ყველში ამოუვიდა. კი, ხელისუფლებაში კობახიძეა და ეს არის მოცემულობა. მაგრამ მოდით, გავზომოთ კობახიძის მიმართ საზოგადოების ნდობა. ამ ქვეყნის მოსახლეობის  დიდ უმცირესობას, კატასტროფულად დიდ უმცირესობას შეიძლება მოსწონდეს კობახიძე. თუმცა, ფაქტია, რომ ის ხელისუფლებაშია, იმიტომ, რომ რესურსები აქვთ მონოპოლიზირებული. ოპოზიცია კიდევ რესურსებისა და იდეების გარეშეა დარჩენილი. მოქმედების გეგმებისა და სწორი დღის წესრიგის გარეშე, ოპოზიცია ვერაფერს ვერ ახერხებს.

– პოლიტიკური ჭაობია ქვეყანაში, არც  ხელისუფლება გვივარგა და არც ოპოზიცია. როგორ უნდა გავიტანოთ ეს პოლიტიკური ნაგავი და როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან?

– ფაქტია, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ჩვენი პრობლემა მარტო პოლიტიკურ ელიტაში არ არის. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დასუსტებული და არაფრის მთქმელია. სააკაშვილის მმართველობის დროს, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ დიქტატურაზე, ავტორიტარიზმზე, ყველაფერზე, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება იყო ძლიერი, ისმოდა მისი ხმა, ერთი დღით არ შეუწყვეტია ხალხს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა გარეთ იყო და იმჟამინდელი ხელისუფლება იძულებული იყო, ზოგჯერ ანგარიში გაეწია ხალხის მოთხოვნისთვის… ხშირად არა, მაგრამ მაშინ  ხელისუფლებას უკან ახევინებდა ხალხი, ბევრ უზნეო  და უკანონო განზრახვაზე ააღებინა ხელი. მაგას ვამბობ, დღეს ასეთი აქტიურობა არ არის. ეს ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ერთიანი იყო. ერთი დაძახება სჭირდებოდათ და უკვე ყველა გარეთ იყო. დღეს ხალხს არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ბევრი ამ ხელისუფლებამ დააზარალა კიდეც, მაგრამ ხალხი სახლშია ჩაკეტილი, გარეთ არ გამოდის, არ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ… დღეს სამოქალაქო საზოგადოება გაქრა, ხმას არ იღებს. თუ გამოჩნდნენ და ხმა ამოიღეს, ხელისულება ამას ხვდება სრული იგნორირებით, წაუყრუებს და მორჩა. ეს არის მათი ტაქტიკა. თუ რაიმე პრობლემა აქვთ, თავი უნდა აარიდონ და რეაგირება არ უნდა მოახდინონ. მეტსაც გეტყვით. ინსტიტუციური ლიდერებიც კი, რაღაცნაირი გაურკვევლები გახდნენ. მაგალითად, სახალხო დამცველი. უკვე მისი ხმაც აღარ ისმის. დიდი დისტანცია გაჩნდა ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, ნდობა დაიკარგა, მათ შორის დამაკავშირებელი ხიდი ჩატყდა. ამის აღდგენას ვიღაც მოახერხებს. დღეს ვერა, მაგრამ მომავალში მოახერხებს. ისტორიული კანონზომიერებაა ასეთი. როდესაც დეფიციტური მოთხოვნაა და არის ვაკუუმი, ის აუცილებლად შეივსება.  როდის და რა ფორმით, ვერ გეტყვით, რადგან დღეს ამის  ძალიან სუსტი სიმპტომებია.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ვაკუუმი აუცილებლად ამოივსებაო და ის ძალა, რომელიც ამ ვაკუუმს ამოავსებს, საზოგადოებიდან წამოვა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნება?

– კი, სავარაუდოდ ასე იქნება, მაგრამ როდის, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

“ეს უკავშირდება პატარა ადამიანების ტილაობას, მეფის კარზე ვიღაცა ვიღაცას ჩააჩოჩებს” – გია ხუხაშვილი

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved