ჟურნალისტი ბექა ყორშია:
,,ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ამ ცემების, დაჭერების, ჯარიმების და ათასი უბედურების მერე, მაინც გამოვიდა ქუჩაში და უშიშრად დადგა ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
გუშინ პოლიტიკურ ოპოზიციას ევალებოდა არაფერი. საერთოდ არაფერი, გარდა ერთისა – ემოციური დღის დასასრულს ეთქვა ეს ერთი ფრაზა: “მადლობა, ბრძოლა გრძელდება!”
ეს მარტივი დავალება ვერ შეასრულეს ისე, რომ საჯაროდ, კამერების წინ, ერთმანეთი არ ელანძღათ და ეგინებინათ.
ცხადია, მეც შეიძლება მქონდეს აზრი, ვინ იყო ამ დაპირისპირებაში მტყუანი და ვინ – მართალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მეასეხარისხოვანია.
საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს ეს შიდა ამბები. დაიღალა ამით. გამოიფიტა თქვენი ძიძგილაობის ყურებით.
სირცხვილია.“











კომენტარები