• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიცია მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბება – რა გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ

ალია ავტორი - ალია
16:20 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ოპოზიცია აქციის, პიკეტირების ან სხვა მსგავსი ზომით პროტესტის გამოხატვას არ განიხილავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა.

უდუმაშვილის თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკლარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს.

„მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ლელოს“ ოფისში შეხვედრა დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დროს მეტეხის ეზოში შეიკრიბებიან.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიციური პარტიები მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბებიან, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხელმოწერით დაადასტურებენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„თარიღი არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როდის ჩატარდება პირველი სხდომა. ადრეც გვქონდა ეს ვარიანტი, მთლიანი ოპოზიციური ფლანგის მეტეხის ეკლესიის ეზოში შეკრება, როგორც ბარიერ გადალახულის, ასევე იმ პარტიების, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და ერთობლივი ხელმოწერა იქნება არშესვლასთან დაკავშირებით.

გვაქვს მოლოდინი ჩვენ, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მოვა მესამე რაუნდზე საერთოდ, თუ არ მოვა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება თუ არა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

თეგები: 2020 არჩევნებისერგო ჩიხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved