• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიცია ძალიან მარტივად გაიყიდა”

ალია ავტორი - ალია
19:42 07-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა, ამაზე მივიღეთ ძალიან ლოგიკურად უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესებშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო.

ჩვენ 2019 წელს ვცადეთ, შეგვექმნა ისეთი ვითარება, როდესაც არავინ არ იდგებოდა 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა მაშინაც, ჯერ დილის 8 საათი არ იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ევროპული საქართველოს“ არა მარტო აქტივისტებს, წევრებსაც ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსი.

შესაბამისად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ჩვენ მანამდეც ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ უშლიდა ხელს 25- მეტრიანი რადიუსის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ. მათი მოთხოვნა იყო, თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე უარი თქვეს. ხშირად, ისინი აყენებენ ხოლმე ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან. მარტივი ტრიუკით მათი ეს ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. შეაბამისად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი.

ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს, მივცეთ ინსტრუქცია, რომ არ დადგნენ საერთოდ 25- მეტრიან რადიუსში, თუმცა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ამ წესის დადგენას. ძალიან მარტივად გაიშიფრნენ ისინი ასეთი მარტივი პასუხით”

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება, რათა ყველას აეღო პასუხისმგებლობა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved