ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი რუსული სააგენტო სპუტნიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავსტრია რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს.
“იქამდე, სანამ რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გავრცელდება: რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. ავსტრია ევროკავშირის ერთობლივ შეთანხმებას ზედმიწევნით ემორჩილება”. – წერს ნეჰამერი Twitter-ზე.
კომენტარები