• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ომის პარტიამ თავის მიზნებს – გარკვეულწილად, მაინც მიაღწია” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:17 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,107

ექსპერტი დავით ქართველიშვილი:

,,საინტერესო ეპოქაში გვიწევს შესვლა, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა ჰქვია, ამჯერად უკვე სტრატეგიული პარტნიორის გაუგებარი, აწ უკვე არაორაზროვანი ქმედებებისაგან. ორ ფრონტზე ბრძოლა საქართველოს მაინც მოუწია, ომის პარტიამ თავის მიზნებს – გარკვეულწილად, მაინც მიაღწია. პირველ ეტაპზე – მან რუსეთს გაუწია პარტნიორობა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში. ამჟამად აშშ-ს დახმარებით, მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის ოკუპირების მცდელობა, სწორედ იმ “კეთილი ზრახვებით, რომლებითაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზებია მოფენილი”.

ამ “კეთილ ზრახვებში”, ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ძირითადი მიმართულება:

1) თავისი უკრაინული ფილიალის და ადგილობრივი მავნებლების მეშვეობით, ქვეყნის რუსეთთან ფიზიკურ, სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისკენ აკვიატებული ზეწოლა, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები არც ემიჯნებიან მკაფიოდ და არც გმობენ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უპირობოდ მხარდაჭერის პოზიციებიდან

2) საქართველოს სასამართლო სისტემის ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა, მიზანმიმართული მცდელობა, როგორც მინიმუმ აქაც უკრაინულ პრეცენდენტს ჩაეყაროს საფუძველი, სადაც ამერიკელების ზეწოლით 2021 წლის ივნისში ქვეყნის რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სასამართლოს უზენაესი საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების ახალი წესის თაობაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ამ პროცესში მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტ-წარმომადგენლებს

3) ბიძინა ივანიშვილის მიმართ “გამოუცხადებელი ომი”, თუნდაც შვეიცარიული, აქამდე “სანიმუშო” საბანკო სისტემის წლობით დაგროვებული საერთაშორისო ავტორიტეტის დამხობის გზით. ამერიკელების წნეხის ქვეშ მყოფმა სისტემამ, გადაწყვიტა სა-რეკეტო, სა-რეიდერო, ბანდიტურ/მაფიოზური გზით გააკოტროს ივანიშვილის კანონიერი საფინანსო მდგომარეობა – რაშიც ხედავს საქართველის მოქმედი ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე – საქართველო რეალურად შევიდა პუტინის რუსეთისა და ბაიდენის ამერიკის მხრიდან, ქვეყნის გადარჩენის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე ორ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების მოგერიების ფაზაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ამ “ჩამოსხმის” ხელისუფლების პირობებში, საქართველოს, როგორც პატარა ბიბლიურ დავითს, აქვს ყველა შესაძლებლობა დაამარცხოს მასზე ფიზიკურად ძლიერი გოლიათები.”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved