• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ომის კვლევის ინსტიტუტის ახალი ანგარიში – რა მდგომარეობაა უკრაინის ფრონტზე

ალია ავტორი - ალია
13:35 05-23-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სახმედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, 19 მაისს ოკუპანტებმა რუბიჟნეს დაკავება შეძლეს. რუსეთის სამხედრო ძალები მდინარე ხარკოვის ჩრდილოეთითა და პოპასნას ირგვლივ პოზიციების გამყარებას ცდილობდნენ.

რუსეთის სამხედრო ძალები ადამიანური დანაკარგის გამო, რუსეთის სამხედრო სარდლობამ  ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) გააერთიანა. უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერაციების უფროსმა მოადგილემ, ოლექსიი გრომოვმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები წყნარ ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტების დანაყოფებს 40-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის და 200-მდე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციებს აერთიანებენ.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებისა და მარიუპოლის საკურორტო ქალაქად გადაქცევის გეგმა შეიმუშავა, რაც რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ჩამოაშორებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ომამდე აზოვსტალი მისი უნიკალური მნიშვნელობის გამო, მარიუპოლის ეკონომიკის მთავარი ელემენტი იყო. ქარხანაში 10000-მდე სამუშაო ადგილი, მილიარდობით დოლარის სავალუტო შემოსავალი, 7000 ტონა ფოლადი, 6 მილიონი ტონა რკინა და 4,5 მილიონი ტონა ნაგლინი ლითონი იყო. პუშილინმა თქვა, რომ DNR მარიუპოლის ხელახლა აშენებას გეგმავს, რათა ის “საკურორტო ქალაქი“ გახდეს. მისი მტკიცებით, მარიუპოლის 60% განადგურდა იქამდე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 სამხედრო პირის გამოყვანა შეძლეს. მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და “მობილიზებული” უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

თეგები: ომის კვლევარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved