• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის კვლევის ინსტიტუტის 7 ივნისის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
17:40 06-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ლოკაციაზე თავდასხმები განაგრძეს. სლოვიანსკის ჩრდილოეთით რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ წინსვლას შეეცდებიან. ოკუპანტები სამხრეთ ღერძზე ზაპოროჟიის ოლქიდან ხერსონის ოლქისკენ გადაადგილდებიან, რათა რუსეთის თავდაცვითი პოზიციები გააძლიერონ. რუსეთის სამხედრო საზოგადოების წევრები უკრაინის ქვედანაყოფებს რუსეთის ზონებზე საარტილერიო თავდასხმების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

უკრაინის საზღვაო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე წინსვლა შეზღუდეს. რუსეთის სევეროდონეცკისა და დონბასის დაკავებაზე კონცენტრაცია ხერსონის ოლქში ოკუპანტების პოზიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხერსონი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან ეს უკრაინაში ერთადერთი ადგილია, სადაც ოკუპანტები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებენ. თუ რუსეთი ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს, ის მეტად გაძლიერდება, ხოლო თუ უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, მომავალი თავდასხმისგან თავის დაცვა უკეთ შეეძლება.

კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა  იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ “მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.

  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნეს, თუმცა ქალაქში ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება.
  • ოკუპანტებმა იზიუმში ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და “მობილიზებული” უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

 

თეგები: ომის კვლევარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved