ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 50 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 460 ბოლო 24 საათში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შემოჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2097 ტანკი, 4520 ჯავშანტექნიკა, 1194 ერთეული საარტილერიო სისტემა, 300 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 156 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 237 საბრძოლო თვითმფრინავი, 208 ვერტმფრენი, 880 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3320 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 109 ერთეული სპეცტექნიკა და 214 ფრთოსანი რაკეტა“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
კომენტარები