• რეკლამა
  • კონტაქტი
23:46, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომიკრონის” შტამის ამომცნობ “PCR ტესტები ქვეყანაში ჯერ არ გვაქვს, ქვეყანაში “ომიკრონი” ჯერ არ დაფიქსირებულა” – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
16:21 12-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” ჯერ არ დაფიქსირებულა. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მალე ქვეყანაში ჩამოიტანენ ისეთ PCR ტესტებს, რომლებიც დაადგენს პაციენტს აქვს თუ არა კონკრეტულად ეს შტამი.

“კონტაქტი გვაქვს ორ ძირითად პარტნიორთან, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური, ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრო-ბიოლოგიიის ინსტიტიუტი, რომლებიც ვფიქრობ, რომ მალე მოგვაწვდიან შესაბამის PCR ტესტებს”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რა იციან ამ დროისთვის “ომიკრონის” შტამზე:

“ჯერ უნდა დავიცადოთ, 2-3 კვირის განმავლობაში, არ ვიცით რამდენიმე მთავარი. ვიცით ის, რომ ის უფრო ადვილად ვრცელდება და სწრაფად, განსაკუთრებით, 40-წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით, ის არის მეტად აგრესიული და მეტად ვირულენტული, ვიდრე ან დელტა ან სხვა შტამი, ჯერ ეს არ ვიცით. ანუ რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს და რამდენად უფრო აგრესიულია, სიკვდილიანობა მეტია თუ არა, ამას სჭირდება დაკვირვება”, – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ NCDC-მ უკვე დაუგზავნა პროტოკოლი ყველა ლაბორატორიას, რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ “ომიკრონზე” და ნიმუშები სეკვენირების ჩასატარებლად ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნონ. 

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ჯერ არ ვიცით ახალი შტამი უფრო აგრესიულია, თუ არა, უფრო ვირულენტულია, თუ არა, უფრო მძიმე მდგომარეობას იწვევს, თუ არა, სიკვდილიანობა უფრო მეტია, თუ არა, თუმცა, როგორც ჩანს, სიმპტომების შესახებ მაინც ვფლობთ რაღაც ტიპის ინფორმაციას, რადგან როგორც ასევე ამირან გამყრელიძე ამბობს, მან უკვე გადაუგზავნა ყველა ლაბორატორიას ინფორმაცია, რა შემთხვევაში უნდა მიიტანონ ეჭვი ახალ შტამზე. რასაკვირველია, მოქალაქეებს გაუჩნდებათ კითხვა, თუ არ გვაქვს პისიარ ტესტები, რომლებიც ახალ შტამს გამოავლენენ, მაშინ საიდან ვიცით, რომ ახალი შტამი ქვეყანაში არ შემოსულა? ამირან გამყრელიძის განმარტებით, შერჩევის მეთოდით, ნიმუშები იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და იქ სეკვენირებით ხდება შტამზე შემოწმება.

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved