• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ომი თუ უკრაინამ მოიგო, ამ ხელისუფლების საქმე ძალიან შავად იქნება“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:45 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,219

 

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, უკვე ევროპიდანაც იყო მინიშნებები, რომ რუსეთმა საქართველო, შესაძლოა, გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლისთვის, შეიძლება აქ გაჩნდეს „შავი ხვრელი“ რუსეთში ფინანსური და ტვირთის ნაკადის გადინებისთვის. ტქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

– რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, რადგან დიდ ფულზეა ლაპარაკი. რუსეთს აქვს დიდი პრობლემები. საქართველო ლოჯისტიკისთვის იდეალური ადგილია და ამის მცდელობები იქნება. გარკვეული სახის სანქცირებული პროდუქციის გატანის მცდელობა იქნება – რეექსპორტის, ტრანზიტის და გადამისამართების რეჟიმებით. ფულადი ნაკადის გატანის მცდელობაც იქნება. ჩვენში ბევრი ეცდება ხელის მოთბობას. ამ, აკრძლული პროდუქტების გატანა რუსეთში უნდა აკრძლოს და აღკვეთოს ჩვენმა  საბაჟომ. არ მსმენია, რომ საბაჟო სამსახურს, ან იმ უწყებას, რომელსაც ის  ექვემდებარება, რაიმე სახის ბრძანება, ნორმატიული აქტი, სანქციებით აკრძალული პროდუქციის შესაბამისი  ჩამონათვალით, შესაბამისი ნომენკლატურით, გამოეცეს. არა, მსგავსი არაფერი გამოუცია არც ერთ უწყებას, არც საბაჟოს, არც მის ზემდგომს. ჰოდა, მაშინ როგორ აკონტროლებენ, რა სახის ტვირთი უნდა გაატარონ, დავუშვათ, ტრანზიტით რუსეთში და რა – არა? ზეპირად ამბობენ, კი, სანქცირებულ პროდუქციას არ გავატარებთო, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებენ, რომ ეს შესრულდეს.

– თუ საქართველო გახდა „შავი ხვრელი“ რუსეთისთვის, შეიძლება, რომ ჩვენც დაგვადონ სანქციები?

– შეიძლება კი არა, დაგვადებენ. ეკონომიკური ომია, რაღაც  თამაში ხომ არ არის? მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები გამოვიდნენ რუსეთიდან, ნედლეულის და სხვა სახის  პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტეს. მილიარდობით დოლარზე, უზარმაზარ  მოგებაზე  უარი თქვეს  ამ კომპანიებმა და ქვეყნებმა, ამ სანქციებს  მიემხრნენ და ახლა, ჩვენ ვინ გვაპატიებს, რომ ლამის მთელ მსოფლიოს თავზე გადავახტეთ და რუსეთი სანქცირებული პროდუქციითა და უცხოური ვალუტით მოვამარაგოთ? ცხადია, არავინ გვაპატიებს.

– უკრაინამ თუ მოიგო ეს ომი დასავლეთის მხარდაჭერით, „ქართულ ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში?

– ომი თუ უკრაინამ მოიგო, ამ ხელისუფლების საქმე ძალიან შავად იქნება.

თეგები: გია ხუხაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved