ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი:
„უკრაინაში მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი. უკრაინულ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც მიმუშავია და პოლიტიკურ კლასთანაც. რადაშიც გვქონია სამუშაო შეხვედრები. სამწუხაროდ, არანაირად არ მაძლევს ჯანმრთელობა იმის საშუალებას, რომ ომში წავიდე. ფოლკშტურმის ასაკსაც მივაღწიე – ასე ვთქვათ. აი, ომი რომ დასრულდება, უკრაინა რომ გაიმარჯვებს, მაშინ კი ჩასვლა ძალიან მომერიდება და ეს იქნება არა ჩემი ჯანმრთელობის, არამედ საქართველოს ხელისუფლების ბრალი.“
კომენტარები