• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომბუდსმენი აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:24 08-07-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სახალხო დამცველი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის  18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები ყოველდღიურად აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე.

სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი, მათგან 2 062 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 602 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2026 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 6 მოქალაქე.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved