• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოლე-ოლა”, ნიღბები, მარშები უნდა აეკრძალათ, მაგრამ აღსრულებას ვერ ახერხებენ, ვერ აღასრულებენ ჯარიმებსაც” – საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
19:12 03-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251
იურისტი საბა ბრაჭველი:
მაგრიტმა დახატა ჩიბუხი და მიაწერა, ეს არ არის ჩიბუხიო. ოცნებამ სიტყვასიტყვით თარგმნა FARA და ის ამერიკული ფარა არ არის.
ორი წელია ვამბობ და კიდევ გავიმეორებ – კანონი, მათ შორის, FARA, არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი და განმმარტებელი ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითიც იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ.
ამერიკული ფარას რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარ ნებაზე მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს. ამიტომ შეხვდებით ფარას რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა სპუტნიკი და რაშა თუდეი და ვერ შეხვდებით BBC, Deutsche Welle და სხვებს. ბიბისის და დოიჩე ველესაც საკუთარი – ამერიკისთვის ‘უცხო’ მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას.
მაშინ, როცა ამერიკაში რეგისტრაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკას არავინ სთხოვს, ჩვენთან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და სხვა არასამთავრობოების რეესტრში შეყვანა კანონის მიზნადაა დასახელებული. ამ კანონის ამერიკულად მონათვლა ვირეშმაკობა – სიტყვების დაკოპირება და შინაარსის ცვლილებაა. ეს კანონი მართლა ფარა რომ იყოს, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა. მაგრამ აპირებენ რომ შეახონ, რადგან ეს ფარა კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია.
ამ კანონს იღებენ, რადგან უნდათ, რომ (1) საკუთარ მომხრეებს რუსული კანონი დაავიწყონ, (2) სისხლის შიშით სამოქალაქო სექტორმა თვითონ გაიუქმოს თავი და (3) კანონის დამორჩილებით ლეგიტიმაცია შეიძინონ.
როგორ ვებრძოლოთ?
სანამ ორგანიზაციებიც და ფიზიკური პირებიც იმაზე ფიქრს დაიწყებთ, დარეგისტრირდეთ თუ არა, რამდენიმე საკითხზე უნდა დაფიქრდეთ:
პირველი იმაზე, რომ ამ კანონის მესამეჯერ შემოტანის მთავარი მიზანი თქვენი დაშინებაა – თქვენით რომ გაჩერდეთ.
მეორე – თაიმლაინი. კანონი ივნისამდე არ შევა ძალაში. სავარაუდოდ მაისში გვეცოდინება მექანიზმის პროტოკოლიც და თუ ეს პროტოკოლი ამერიკიდან გადმოწერეს, მაშინ კიდევ არაერთი თვე გაიწელება ბიუროს ბიუროკრატიებში, გასაჩივრებებში და ა.შ. ამ არჩევანის წინაშე დადგომა ბევრი თვის შემდეგ მოგიწევთ და არა რამდენიმე კვირაში (ისევე, როგორც წინა წელს).
მესამე – გამოცდილება. როცა სამოქალაქო სექტორი ერთად დადგა, მიღებული კანონი ვერ აამუშავეს (და ამას ახლა განმარტებით ბარათში თავად აღიარებენ). ეს არ შეცვლილა, ძალა ისევ ერთობაშია.
ამიტომ, არჩევანის გაკეთებაზე ახლა ფიქრის ნაცვლად, ჯობს თქვენი ძალისხმევა ისევ იმ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ, ვინც ამ არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ. გააგრძელეთ მუშაობა, რადგან ამის ეშინია ოცნებას.
ოცნებისთვის ადვილია კანონების მიღება, მაგრამ არა მათი აღსრულება. დეკემბერში მიიღეს კანონი, რომლითაც ოლე-ოლას სიმღერა უნდა აეკრძალათ, ნიღბები უნდა აეკრძალათ, მარშები უნდა აეკრძალათ, გარეთ სიარული უნდა აეკრძალათ. მაგრამ აღსრულებას ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანების საკმარისი რიცხვია მზად მათ დასარღვევად. საღამოს ცხრა საათზე ყველა ვერ გამოდის რუსთაველზე, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ერთი ხელშეშლა და იქაურობა ისევ გადაიტენება. ის ბრაზი, ის წინააღმდეგობა, ის პოტენციური ენერგია არსად წასულა.
ამიტომ ვერ აღასრულებენ დასაშინებლად მიღებულ სხვა კანონებსაც. ვერ აღასრულებენ ჯარიმებსაც. ორ მილიონამდე ოდენობის ჯარიმები დაწერეს, მაგრამ ეს დღეში მხოლოდ 3-4 ჯარიმას უდრის. სამინისტროს ამ ეტაპზე მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს. ვერ აუდიან ადმინისტრაციული საქმეების მასალების გროვებას, შეტყობინებებს, რეგისტრაციას – ბუღალტერიას, მოკლედ. იანვრის ცვლილებების შემდეგ ერთ საქმეზეც კი არ დაუმთავრებიათ წარმოება. არადა მართლა რამე კი არ აქვთ განსახილველი, “არ დაკმაყოფილდეს“ უნდა მოგწერონ. ამ ელემენტარული წერილის დასაწერად და გამოსაგზავნადაც კი მთელი ერთი თვე არ ჰყოფნით.
ცალკე ამბავია სასამართლო, სადაც ზუსტად 7 მოსამართლეს აქვს შეტენილი ყველა ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ახლა თუ ისე გადატვირთულია იქაურობა, რომ ორი თვის შემდეგ ნიშნავენ სხდომებს, ვერც წარმომიდგენია რა მოხდება მაშინ, როცა შსს-ს ასობით პასუხს სასამართლოში წავიღებთ. მაშინ დაინახავთ, რომ იანვრის შემდეგ დაწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს სექტემბრამდე ან უფრო გვიანაც არ მოუწევთ. ამაზე, პრინციპში, თებერვალშიც ვწერდით.
ბარემ ჯარიმების გადახდაზეც – ფონდები დააყადაღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალტერნატიული გზებიც გამოჩნდება და, რო რამე, ქრაუდფანდინგებითაც ავაგროვებთ თანამებრძოლებისთვის საჭირო თანხას. ეგ ყველაზე ნაკლები სადარდებელი მგონია.
ნამდვილი სადარდებელი ციხეში მყოფი ორმოცდაათი პოლიტპატიმარი და მათი გათავისუფლებაა. ამაზე და ბრძოლის სხვა ტაქტიკებზე უნდა ვფიქრობდეთ ახლა და არა ფარაზე. ოცნების კანონები და თუნდაც ფარა აღარ არის და არც უნდა იყოს მთავარი საკითხი. წინა წელს ხალხს დარწმუნება სჭირდებოდა, რომ რუსული კანონი რუსული იყო, რომ საგარეო კურსის შებრუნებას, ქვეყანაში კი განუკითხაობის დამყარებას მოასწავებდა. ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ამის მტკიცება საჭირო აღარ არის.
ახლა ოცნება ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. ყველა კანონი, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, არალეგიტიმური და ავტორიტარულია. ოცნება კიდევ ბევრ კანონს მიიღებს, მაგრამ მათი აღსრულება ლეგიტიმაციის კრიზისის აღმოფხვრასა და (გეო)პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. სიტუაცია ბევრი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ეს გრძელი პროცესია და დროზე ადრე ნუ დაფრთხებით, მეგობრებო. ჩვენ ფარა არ ვართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved