• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრო” პროკურატურის მიერ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება

ალია ავტორი - ალია
20:10 08-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრო” საქართველოს პროკურატურის მხრიდან გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „სისხლის სამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მისი მსვლელობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე”.

“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ თვლის კომენტარი გააკეთოს საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ომის დანაშაულებზე, რომლების აფხაზი ერის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი 1992-1993 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის დროს.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გიორგი ბარამიძის განცხადებები გახდა, რომლებიც მან 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოვლენების საჯარო განხილვის დროს გააკეთა. ამ პერიოდში ომის ტყვეების გაცვლის თემაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო გაცვლის განხორციელება, ვინაიდან აფხაზი ომის ტყვეები არ ჰყავდათ. კერძოდ, მან თქვა: “აფხაზი ომის ტყვეები არ გვყავდა, ვინაიდან მათ ვხვრეტდით”…

აშკარაა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მისი მსვლელობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე…

მოვლენების კონსტრუქციული და პასუხისმგებლობიანი გადააზრების მაგივრად ქართული საზოგადოების ნაწილი იმავენაირად აგრძელებს ჩადენილი დანაშაულების უარყოფას, და მათ ცინიკურად ანაცვლებს პოლიტიზებული ინტერპრეტაციებით.

თუმცა ისტორიული სიმართლის სრული დავიწყებისადმი მიცემა შეუძლებელია. დროის განმავლობაში, მოვლენათა ობიექტური შეფასებები სულ უფრო დიდ დასტურს იღებენ, მათ შორის ქართული საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც დაშვებული შეცდომების აღიარების მზაობას ავლენს, მათ შორის ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მიერ”, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო უწყების” განცხადებაში.(ინტერპრესნიუსი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved