• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებია

ალია ავტორი - ალია
11:45 06-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

8 ივნისს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სიჩუმის დღეა, როცა ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია – პროპაგანდა აკრძალულია.

დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, დღეიდან ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

უბნები გახსნეს მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ ოსური მედიისთვის დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო სიებში 29 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი.

ოკუპირებულ რეგიონში, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე ხმაურიანი ის ამბავი გახდა, როდესაც საარჩევნო კომისიამ პარტია „სამართლიანობისთვის” არ დაარეგისტრირა.

ამ პარტიის ლიდერები არიან დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლათ მედოევი.

ისინი წინა მოწვევის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები არიან და მათ რუსეთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. ახლა კი ადგილობრივ არჩევნებზეც არ დაუშვეს.

მათი მხარდამჭერები კი სოციალურ ქსელებში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, ან ბიულეტენში ყველა კანდიდატი გადახაზონ.

„რუსეთის საზღვართან ახლოს მზარდი დაძაბულობის გამომწვევი ქმედებები” – ამ ფორმულირებას იყენებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) 7 თებერვლით დათარიღებულ განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ოს „დეპუტატებს” მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

სამივე პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის დადგენის იდეას ემხრობა. მათ შორის – გარი მულდაროვი „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის” ხელმძღვანელი იყო.

ეს კომისია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცალმხრივად მუშაობდა.

სანაკოევის მიმართ, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გამოცემული.

ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგ სანაკოევმა თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგება.

დე ფაქტო პარლამენტის არჩევნების ცნობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს 50%-ს პლუს ერთმა ამომრჩეველმა.

დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას: „ერთიანი ოსეთი”, „ნიხასი”, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა”, „ირი ფარნი”, „ერთობა”.

არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის მანდატს 34 ადამიანი მიიღებს, 17 მაჟორიტარი და 17 პროპორციული სიებიდან არჩეული.

პარტიებს 7-.პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ცესკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 9 ივნისის არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან, აფხაზეთიდან, ასევე დონბასის არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები დააკვირდებიან, სულ 35 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved