ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაავადებულები კურსანტები არიან, რომლებიც 2 დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. მათ ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ და შვიდის პასუხის დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2 ივნისს აფხაზეთი დე ფაქტო მთავრობა აცხადებდა, რომ რეგიონში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები აღარ არიან. მანამდე კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ადამიანს დაუდასტურდა, 1 მათგანი გარდაიცვალა.
კომენტარები