ოკუპანტი რუსეთის სამხედროებმა ქალაქ ირპინთან რკინიგზის ლიანდაგები ააფეთქეს, რომლითაც ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის გამო რკინიგზის საშუალებით ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელი გახდა, თუმცა უკრაინული მხარე ლტოლვილების ევაკუაციას ავტობუსებით განაგრძობს.
კომენტარები