• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოკუპანტებმა გვითხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ამბობს სუს-ი კაცზე, რომელსაც აფხაზები დახვრეტით ან დაწვით ემუქრებიან!

ალია ავტორი - ალია
00:49 10-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუა დააკავეს. ირაკლიმ დროშა 27 სექტემბერს, ზუსტად იმ დღეს დაწვა, როდესაც ოკუპანტები აფხაზეთის გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულია ვიდეო, სადაც ბებუა დროშის ჩადენილს აღიარებს მის საქციელს კი ხსნის იმით, რომ აფხაზები ქართველებისგან გამოყოფის დღეს არ უნდა აღნიშნავდნენ.

რაც შეეხება აფხაზებს, ისინი აცხადებენ, რომ ბებუა დროშის დაწვის გამო მკაცრად უნდა დაისაჯოს – დაიხვრიტოს ან დაიწვას.

ირაკლი ბებუას დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები:

„მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”

მართალია, სუს-ი გვიხსნის, რომ უკანონოდ დაკავებული პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ აფხაზები მას ღიად ემუქრებიან დაწვით, ან დახვრეტით! დახვრეტა და ცოცხლად დაწვა, როდის მერე აღარ არის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთბის საზიანო? ქართული სუს-ი ოკუპანტების სიტყვას ენდობა ამჯერადაც და მათ პასუხს გვიკოპირებს, რას იტყვის აბა, საოკუპაციო რეჟიმი, კი ემუქრება საფრთხეო? და ისე, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იყოს ტყვედ? თუ როგორ არის ეგ ამბავი? რას ნიშნავს დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნა? – ადამიანი 5 დღეა დაკავებულია – რაღა დროს დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნაა, ახლა უნდა მოითხოვოთ დაყოვნებული გათავისუფლება, მაგრამ მის სიცოცხლეს თუ საფრთხე არ ემუქრება….

სადღაც, შეიძლება ამდენს იმიტომაც ბედავენ, თბილისში, სოხუმის დაცემის დღეს, ქალაქის მერიამ კონცერტი რომ გამართა… ამდენს იმიტომაც ბედავენ, ალბათ, რომ იციან, განცხადების გავრცელების მეტს არაფერს გავაკეთებთ…

თეგები: ირაკლი ბებუაოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved