• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს“

ალია ავტორი - ალია
14:12 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ.

როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, შურისძიების მოტივის გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ მომხდარი შესაძლოა, „ფულს უკავშირდებოდეს“. კერძოდ, როგორც მეზობლები აცხადებენ, „ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს“. შეგახსენებთ, აქამდე არსებული ვერსიით, შვილიშვილს ბაბუა შესაძლოა, იმის გამო მოეკლა, რომ ის რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა.

„ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეს დედამისთან მისულა და უთქვამს, სახლში ვიჩხუბე, წასვლას ვაპირებო და ფული გამოურთმევია“, – აცხადებენ მეზობლები.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი განაწყენებული იყო მამაზეც, ვინაიდან მან წლების წინ, შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული პირი წლების წინ, მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ამ დრომდე სასჯელს იხდიდა. ის საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.

შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა. თავად მეზობლის თქმით, ავტომანქანა ბრალდებულის ოჯახისგან ჰქონდა ნაქირავები.

ინტერპრესნიუსი

ფოტოები – ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved