• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ცემით მოკლეს – რა მოხდა გლდანის ციხეში – იცოდა, თუ არა, სახალხო დამცველმა, რომ პატიმარს სცემდნენ?

ალია ავტორი - ალია
16:04 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
680

იუსტიციის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი  ამტკიცებს, რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ, გლდანის ციხეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს.

ტვ პირველთან დავით გუჯეჯიანის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ეტლით მოსარგებლე მსჯავრდებული საპყრობილეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, პატიმრის გარდაცვალების ამბავი კი ოჯახს მაშინ შეატყობინეს, როცა ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჰყავდათ გადასვენებული.

გარდაცვლილი პატიმრის დედა:

4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიეტნციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივამედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან, როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივამედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს. გლდანის მე-1 სამკურნალოს დირექტორს, დავით დარასელიას, შენ ვინ დაგაყენა მანდ, შე ჯალათო! რამდენი პატიმარი უნდა შემოგაკვდეს?!

გუჯეჯიანის ოჯახო პატიმრის გარდაცვალებაში ციხის უფროსის, დავით დარასელიას გარდა კიდევ ორ ბადრაგს, ზვიად ჯარიაშვილს და ზვიად ქავთარაძესაც ადანაშაულებს. მათი თქმით, აღნიშნული პირები გუჯეჯიანის ცემაში ადრეც მონაწილეობდნენ.

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე:

ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივამედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ხშირად ნაცემი იყო, იმის მიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო. ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ. ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე – ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ. შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი, გაიარეო. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან. სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო, – ამბობს მეუღლე. 

გარდაცვლილ პატიმარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა, პასუხი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ. “ვივამედში” გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უმტკიცებენ, რომ გუჯეჯიანის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა, თუმცა, აღნიშნული პასუხი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი იყო.

მომხდარზე იუსტიციის სამინისტროს კომენტარი ამ ეტაპამდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, სანამ მედიაში არ გავრცელდება ინფორმაცია, მანამდე უწყებები დუმილს ამჯობინებენ, ასე იყო, მაგალითად, მოზარდი რომ დაიხრჩო რიყის პარკში, ე.წ. დოქების ტერიტორიაზე, ან, როცა ლილოს დასახლებაში, საბურთალოს გამგებლის მოადგილემ, შუა ქუჩაში გაუხსნა ცეცხლი ადამიანს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved