• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ აპრიორი “განუხორციელებელი მისიის” დღევანდელი “პრეზენტაციით”, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ თავის დაპირებულ სიტყვაზე უარს იძახის“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:10 03-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოსახლეობის წინაშე დაანონსებული პროცესი დაიძრა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი მომზადებულია. მომზადებულია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობის გარეშე და აუცილებლად გაივლის რეგიონულ დონეზე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით საჯარო განხილვას – რათა დაფიქსირებული იქნას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.

დღევანდელი სულ 8-პუნქტიანი კანონპროექტი – საკონსტიტუციო ფორმატისაა და მისაღებად მოითხოვს დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმებს. ამ ეტაპზე ეს ამოცანა შესაძლოა არარეალურად მოგვეჩვენოს, ოპოზიციის მოსალოდნელი დამოკიდებულების გამო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება იმ დეპუტატების გვარები, ვინც საკუთარი “ენ-ჯე-ო”-ს ხაზით დაფინანსებას – ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. ასევე, კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში იმის აუცილებლობას, რატომ არის საჭირო ჩვენი სამშობლოს ტრადიციული ფასეულობების კონსტიტუციის დონეზე დასაცავად, მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა.
აქვე დავამატებ – ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ აპრიორი “განუხორციელებელი მისიის” დღევანდელი “პრეზენტაციით”, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ თავის დაპირებულ სიტყვაზე უარს იძახის. საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე. რაც შეეხება ამ კანონპროექტში მოყვანილ ცალკეულ ინიციატივებს, მათი გაშლა მოხდება ათეულობით ე.წ. „ჩვეულებრივი“კანონებში, რომელთა დაკორექტირებას დღეს წარმოდგენილი მუხლების მიხედვით 76 ხმა ესაჭიროება, რომლის პრობლემა ხელისუფლებას, “ხალხის ძალას” და ჯანსაღ საპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზეც კი არ გააჩნია. ასე რომ, პროცესი დაიძრა. სამუშაო, თავის საბოლოო ხორცშესხმის მიზნით, მხოლოდ საწყის სტადიაზეა. ახლა აუცილებელი იქნება ამ საკონსტიტუციო და ჩვეულებრივი საკანონმდებლო ინიციატივებს მიეცეს ფართო საზოგადოებრივი დაკვეთისა და მხარდაჭერის სახე – რაც არა მგონია, ასევე რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved