• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ ყვირით, ტონს ნუ მიკონტროლებთ“ – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
13:34 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე კამათი იყო ბრალდების მხარესა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის. ადვოკატი ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განმარტა, ბრალდები​​ს მხარეს სურს, პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთან ერთად. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს შეუძლია, პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს, ან სხდომა პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართოს.

„ჩვენ მოწადინებულები ვართ, პროცესი ბრალდებულთან ერთად ჩატარდეს და კანონი ამის უფლებას იძლევა. ბრალდებულის უფლებებს უზრუნველყოფს აბსოლუტურად, თუ ის დისტანციურად ჩაერთვება ან თუ სასამართლოს გარეთ ჩავატარებთ პროცესს (პენიტენციურ დაწესებულებაში). ვინაიდან ბრალდებულის მდგომარეობა არ იზღუდება და არც ერთი უფლება, არც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული, არც ადამიანის უფლებების არ იზღუდება, ამით ჩვენ ორივესთვის მზად ვართ, თუ დაცვის მხარე რომელიმე ამ პოზიციაზე მზადყოფნას გამოხატავ“,- განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ამასთან, მცირე კამათი იყო ადვოკატსა და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს შორის.

„ბატონო ბადრი, სააკაშვილის სასამართლოში მოყვანაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, სააკაშვილი პროცესზე არ მივა და ადვოკატები ციხეში მივლენო. ეს ფარსი დაიდგა იმის ხარჯზე, რომ თქვენი მაღალი კომპეტენციის ხარჯზე წარმოაჩინოთ იცით რა? მე მოწადინებული ვარ, ბრალდებულმა მიიღოს მონაწილეობა პროცესშიო. თქვენ ბოლოს ეს პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადეთ ერთი თვით. ითქვა ოქტომბრამდე გადაიდოსო. მოტივაცია იყო ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგიკავშირდით და გითხარით, რომ ეს მოტივაცია აღარ იყო მნიშვნელოვანი, მე ეს გითხარით“,- მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.

მოსამართლემ ადვოკატ ბასილაიას სთხოვა, არ ეყვირა და ტონისთვის დაეწია.

„დაბალი ხმით მესაუბრეთ, მიყვირით“, – აღნიშნა პროცესზე მოსამართლემ.

ამასთან, ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, რატომ არ უჩნდება კითხები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სააკაშვილი ისე მძიმედ არის, რომ პროცესზე მოსვლას ვერ შეძლებს, დისტანციურად სხდომაზე დასწრებას როგორ შეძლებს.

„გიყვირით? ტონს ნუ მიკონტროლებთ.​ რას ჰქვია გიყვირით, მეჭრებით ყოველ წუთს. მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არისო, წარმოგიდგინეს თქვენ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამაზე? ერთი სიტყვა რატომ არ თქვით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცხვარაშვილი რომ წერს, ვინაა, კონსილიუმია? ერთი ციხის ექიმის პოზიციაა? თქვენ თუ ობიექტური მოსამართლე ხართ და ამ ფარსში არ მონაწილეობთ, არ გიჩნდებათ კითხვები? ბატონო მოსამართლე, ბევრი კითხვა არსებობს. თუ მიხეილ სააკაშვილი ისე მძიმედაა, რომ პროცესზე გადმოყვანა არ შეიძლება, მაშინ დისტანციურად როგორ მიიღებს მონაწილეობას? მძიმე მდგომარეობა მხოლოდ გადაადგილების პრობლემაა? თუ მძიმედ არის და ვერ გადმოჰყავთ, მაშინ პროცესში თუნდაც დისტანციურად როგორ მიიღებს მონაწილეობას. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ის დღეს აქ არ იყოს და ამ ამოცანას ასრულებთ თქვენ. სააკაშვილის როგორც მოშიმშილის უფლებები არც თქვენ და არც პენიტენციურს არ ანაღვლებს“,- განაცხადა ბასიალაიამ.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved