• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება” – მზია ამაღლობელის საქმეზე დეკანოზი პროკურატურას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
13:39 01-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი წეროძემ პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეზე მიმართავს და ბრალდების შერბილებისკენ მოუწოდებს.

დეკანოზის თქმით, “ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა.“

მზია ამაღლობელისთვის. ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან, ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

შეარბილეთ ბრალდება.

თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა. (ასეა არა მარტო მზია ამაღლობელისთვის).

დაუთმეთ ადგილი სასამართლოს.

გახსოვდეთ, ყველა, ვინც ქრისტეს მოსვლამდე მიიტაცებს სასჯელის გამოტანის უფლებას – არის ანტიქრისტე. მორწმუნისთვის ეს დამღუპველია. ქრისტიანისთვის დამღუპველია იცოდეს სიკეთის კეთება და ვერ/არ აკეთოს, იცოდეს რომ ცოდვას სჩადის და არ გადაიფიქროს. ის ვისაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა და ის რომ ღმერთი ახლა ჩვენს შორის არის – სანქციებისა არ იყოს, მშრალი გამოვა წყლიდან.  აი, ღმერთის მოყვარულს კი გაუჭირდება. იმიტომ რომ იცის – ცოდვას სჩადის, შურს იძიებს, იტაცებს სასამართლოს ფუნქციას და ღმერთის ხმას მაინც უგულებელყოფს.

ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა ან ეპისკოპოსმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება. ეს შეუძლია ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს და ასევე მეც, დეკანოზ გიორგი წეროძეს. 1პეტ 2:6-10: ” თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.”

ვისაც ღმერთი უყვარს – შემოგვიერთდით”, – წერს დეკანოზი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved