• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

ალია ავტორი - ალია
14:22 11-25-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

გიფიქრია, რომ ადამიანებს ხშირად სწორედ ის ფიქრები გვაწუხებს, რომლებიც ხმამაღლა არ გავაჟღერეთ? გვაწუხებს სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით. ქუჩები, რომლებზეც არ გავისეირნეთ. ლამაზი ტანსაცმელი, რომელიც არ ჩავიცვით. და, რაც მთავარია, სურვილები, რომლებიც ვერ ავისრულეთ.

გაიხსენე, რამდენჯერ დგახარ შენი საყვარელი მაღაზიის გასახდელში, მას შემდეგ, რაც საათობით ზუსტად იმ ერთ ნივთს ეძებდი, იდეალურად, რომ მოირგე, და შეძენაზე მაინც უარი გითქვამს. შეიძლება იმიტომ, რომ საკმარისი თანხა არ გქონდა ან, როცა ბავშვისთვის უამრავი რამ გქონდა საყიდელი, უბრალოდ ჩათვალე, რომ შენს “გონივრულ ხარჯებში” საკუთარი თავის განებივრება ახლა არ შედიოდა.

წარმოიდგინე, რამდენი ასეთი მიტოვებული ნივთი დაგიგროვდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც კვირების და თვეების შემდეგ თავს სხვადასხვა ადგილას თავისებურად გახსენებს. ბავშვის განყოფილებაში მიტოვებული ქალის ფეხსაცმელი, ქალის ნივთებში დაგდებული მამაკაცის პიჯაკი და კიდევ უამრავი სურვილი, რომლებთან განშორებაც ძალიან გაგიჭირდა.

რამდენჯერ გიფიქრია რომ იმ აპარატით მომზადებული ყავის დალევის შემდეგ, შენი დღე სულ სხვანაირად დაიწყებოდა. ან სულაც, წვეულებაზე წასვლის წინ რამდენჯერ გიგრძნია, რომ ახლა სწორედ ის კაბა უნდა მოგერგო, შენს საღამოს დაუვიწყარს რომ გახდიდა. ეს სიტყვები – “იქნებ უნდა მეყიდა?” – ჩნდება ათასჯერ, რადგან იცი – სულ სხვანაირი იქნებოდი შენ იმ კაბაში, პიჯაკში, მაისურში, ახალ სუნამოსა და ახალ ტუჩსაცხში…

ამიტომ, რადგან მაღაზიებში სიარულისას მსგავს დილემაში ყოველთვის აღმოჩნდები და განშორებული ნივთები თავს დღის სხვადასხვა სიტუაციებში მოუსვენრად გახსენებენ, თიბისი განაწილება შენი საყვარელი შოპინგ პარტნიორი გახდება. აქამდე თუ რაიმეს ყიდვა ყოველთვის რთული არჩევანის წინაშე გაყენებდა და შოპინგი ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის უარის თქმას ნიშნავდა, თიბისი განაწილება ყველაზე ემოციურ მომენტშიც კი საუკეთესო გამოსავალს მოგაძებნინებს. განაწილებასთან ერთად აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, როგორი სრულყოფილი იქნებოდა შენი ლუქი ის პიჯაკი რომ შეგეძინა ან რა თავგადასავლები გადაგხდებოდა ახალი თხილამურებით.

დღეს უკვე სალაროსთან მისულმა შეგიძლია დანაშაულის გრძნობის გარეშე იყიდო ის ნივთი, რომელიც უკვე თვეებია თავში გიტრიალებს და თანხა 4 თვეზე თანაბრად გაანაწილო. ეფექტური 0%-ით, ანუ გადაიხადო ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს ნივთი, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე – არ თქვა უარი სასურველ ნივთზე, გამოიყენე განაწილება.

სწორედ ამიტომ იქცა თიბისი განაწილება მომხმარებლის საყვარელ პროდუქტად, რადგან ფასის გამო ნივთთან განშორება უკვე აღარ გიწევს და განაწილებით, სრულიად ჯადოსნურად და ყველაზე მარტივად გადაწყვეტ იმას, რაც რატომღაც ძალიან გვირთულდება ხოლმე – ჩვენი თავისთვის სურვილების ასრულებას.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved