• რეკლამა
  • კონტაქტი
10:59, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ ივარჯიშებთ ხალხო, ისედაც ცოტანი ვართ და ხო ხედავთ რო იოფლებითო”

ალია ავტორი - ალია
20:09 05-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მსოფლიო ჩემპიონი იოსებ კობერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“წარმოვიდგინოთ, რომ TV-ში სპორტულ გადაცემები და საინფორმაციოები ასე წაიყვანონ:

დღეს საქართველოში ტრავმა დაუფიქსირდა ამდენ და ამდენ სპორტსმენს. იტალიაში და ესპანეთში ამდენს. ხოლო ჩინეთში უკვე ნაკლები ტრავმებია. აქედან ფეხის ტრავმა ამდენია, ხელის ამდენი, კისრის ამდენი, წელის ამდენი. ასევე გაიოფლა ამდენი ათასი. გაოფლილებიდან ამდენმა და ამდენმა აიკიდა სურდო, რაც წინა თვის მაჩვენებლებისგან ამდენი პროცენტით განსხვავდება. განსაკუთრებით, გაოფლილთა დიდი რაოდენობა შეინიშნება აშშ-ის ფლორიდის შტატში.


კარატესა და კიკბოქსინგში დაფიქსირდა ყ@ერებში წიხლის ამორტყმის ამდენი შემთხვევა. ფეხბურთელებმა და მორაგბეებმა ამდენი კვადრატული მეტრი ბალახის საფარი დააზიანეს და ამოჩიჩქნეს ბუცებით, რამაც აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა პლანეტის მწვანე საფარს. გლობალური დათბობა და ოზონის ხვრელის გაფართოვება გამოიწვია სპორტსმენების მიერ მოხმარებული ჟანგბადისა და გამოყოფილი ნახშირორჟანგის სიჭარბემ. ამის შედეგად დნება ანტარქტიდის ყინულები, რის გამოც აგერ დღე-დღეზე აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე და ჩაიძირება ბევრი ზღვისპირა ქალაქები და ქვეყნები.


მერე, ზიან ტელევიზორში თენგიზ სულაქველიძე, ლევან თედიაშვილი და კახი კახიაშვილი და მოგვიწოდებენ ყველას რო ნუ ივარჯიშებთ ხალხო, ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ხო ხედავთ რო იოფლებითო. შემდეგი 2-3 კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანიო და იმისი შემდეგი 2-3 კვირაცო
მერე სკაიპით ჩაერთვება ჯეკიჩანი და დაპანიკებული ყვება რო აი ხო ხედავთ, არავინ არაა დაზღვეული ტრავმისგან და ჩემმა შვილმაც ფეხი გაიჭიმა მავაშიგერს ბზრიალში რო ამუღამებდაო.


მერე მთავრობის სხდომაზე გადაწყდება, რო კომენდანტის საათი კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს და მანქანაში ცოლი წინ არ უნდა დაისვათო, იმიტო რო “ქალი ვიცი მე კუხნაში!”-ო.
მერე გახარია გამოდის განცხადებით რო რა ვქნათ, სხვა გზა არაა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სპორტსმენებთან ერთად ცხოვრებაო.
ნუ, მერე გუცაევი ატარებს ბრიფინგს, რო შემოდგომაზე უფრო მეტი ტრავმებია მოსალოდნელი და ყველას ვაქცინაცია უნდა ჩატარდესო, ოღონდაც ვაქცინა ჯერ არაა შექმნილიო. ამაზე ოლეგა იაძე და მთელი კასპელი მოჭიდავეები პროტესტს აცხადებენ – დაგვჩიპავენო, შვარცნეგერს და ბილგეიტსს უნდათ რო ქართველობა წაგვართვანო!
ამ დროს შვეციაში და ბელარუსიაში არაფერი არ ხდება, ისევ ვარჯიშობენ. იმიტო რო წინა წლებში ამაზე მეტი ტრავმები იყო და მერე რაო.


მერე მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია გვიზიარებს გამოცდილებას, რო აგერ ჩვენ არ ვიოფლებით და ტრავმებიც არა გვაქვსო და გვაძლევენ რეკომენდაციებს, რასაც ეთანხმებიან 2 ცალი ამერიკელი სენატორი და ევროშემშფოთებელი.
მერე აქუ და გუბოზი ზიან კავკასიაზე და ბაზრობენ რო ვაფშე სპორტი რა საჭიროაო. კიო, ბიძინასთან რო ვიყავი, ვვარჯიშობდიო, მარა მილიონი ვერ ვიშოვე და ვენაცვალე ნაცებსო.


ცნობილი თამადა-გინეკოლოგი კი იტყვის ერთერთ არხზე რო კიო, სპორტი ასაკრძალიაო! ხოდა, მერე “თანაგუნდელები” ჩამოუყალიბებენ რო შენ ხო არ უბერავო და ეს მეორე დღეს იტყვის რო ეგ მე გუშინ ვთქვი როგორც ბაბუამ, მარა დღეს როგორც დეპუტატი ვიძახი რო სპორტი კაია და რაც მეტი ტრავმიანი გვეყოლება, მით უკეთესიაო! მერე ისევ უკარნახებენ რო რეებს უბერავ, რა ტრავმაო… ხოდა ეს გადააკეთებს რო ტრავმებზე ეგო როგორც გინეკოლოგმა ისე ვთქვიო და როგორც თამადა, წინააღმდეგი ვარო!

აი ასეთი სპორტულ-ფსიქიატრიული ვითარებაა…
თუ რამეა, მომმართეთ, ნუ მოგერიდებათ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved