• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ იქნებით მიკერძოებული, იყავით სამართლიანი – მამა ილია მეუფე შიოს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:27 11-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

მამა ილია თოლორაია მეუფე შიოს მიმართავს და სთხოვს, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა საპატრიარქოში დაიბაროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ გალდავამ მას და არქიმანდრიტ შიოს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც ისინი მამა დოროთეს “ლეკვებად” და “ცხვირმოუხოცავებად” მოიხსენია.

მამა ილია თოლორაია მეუფე შიოს ეუბნება, რომ სამართლიანობა გამოიჩინოს და ნუ მფარველობს დეკანოზს, რომელიც სასულიერო პირებს შეურაცხჰყოფს.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა არქიმანდრიტ შიოს და მე, არქიმანდრიტ ილიას, „დოროთეს ლეკვებად“ და „ცხვირმოუხოცავ არქიმანდრიტად“ მოგვიხსენიებს. არქიმანდრიტების ასეთი შეურაცხმყოფელი მოხსენიების გამო მივმართავ მოსაყდრე შიოს – დაიბაროს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა. ხოლო თუ არ დაიბარებს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მოსაყდრე შიოც ეთანხმება და იზიარებს დეკანოზ ალექსანდრე გალდავას აზრს.

მეუფე შიო, პატრიარქს მოსაყდრედ მხოლოდ მამა დოროთეს და ჩემს დასასჯელად არ დაუნიშნიხართ. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მამა დოროთეს „მოძალადე“ უწოდა, და მე თქვენს თვალწინ ხელით შემეხო, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა კი მამა შიოს და მე „დოროთეს ლეკვებს“ გვიწოდებს.

სად არის, მეუფე შიო, თქვენი მართლმკვეთელობა? სად არის მამობრივი მზრუნველობა ჩვენზე? რატომ მფარველობთ დეკანოზებს, რომლებიც ასე შეურაცხყოფენ არქიმანდრიტებს?

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იმდენად გასცდა ზღვარს, რომ არა მხოლოდ პიროვნულად აყენებს შეურაცხყოფას მამა დოროთეს, არამედ მთლიანად მის გვარსაც შეურაცხყოფს და ამბობს: „ყურაშვილებო, ყრუებო…“
მეუფე შიო, ნუ იქნებით მიკერძოებული, იყავით სამართლიანი, – წერს მამა ილია. 

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ არქიმანდრიტ შიო კვარაცხელიას ბრალდებებს არ უპასუხებს, რადგან რეალური პრობლემა მამა დოროთეა. სასულიერო პირი მამა შიოს მამა დოროთეს “ლეკვად” და “ცხვირმოუხოცავ” არქიმანადრიტად მოიხსენიებს. მის შესახებ მან ” პირველებთან” ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved