• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
13:06 12-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

„ნოვამ“ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% – 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არისსაერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს.

მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.

სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ”Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო.

“მიხარია, რომ “ნოვამ” კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯი გადადგა და პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. ეს ემისია ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, „ნოვა“ კი სანდო კომპანიაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, როგორიც EBRD-ია. ამ პროცესშითიბისი კაპიტალი კომპანიებს სრულყოფილ პარტნიორობას სთავაზობს: რეიტინგის მოპოვებიდან – ობლიგაციების გამოშვებამდე. ვცდილობთ, ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესს პროცესები გავუმარტივოთ და მათთვის დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროები შევქმნათ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„EBRD-ის ინვესტიცია “ნოვა ჯგუფის” სადებიუტო ობლიგაციებში ასახავს ბანკის ერთგულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებასა და კერძო სექტორის ზრდის მხარდაჭერას. გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვითა და კორპორატიული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და გამჭვირვალე ფინანსურიგარემო, რომელიც ერთდროულად სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე ინვესტორებს”, – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

„ჩვენთვის ეს არის ისტორიული ნაბიჯი – „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული განთავსება წარმოადგენს ობლიგაციების პირველ საჯარო ემისიას სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ემისია ძალიან მოკლე დროში განხორციელდა და დასრულდა ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და სანდოობას. გვინდა,გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება ყველა იმ ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შეიძინეს „ნოვას“ ობლიგაციები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული ინვესტორის – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიმართ. მადლობას ვუხდი თიბისი კაპიტალს პროფესიონალური მხარდაჭერისთვის – რეიტინგის მოპოვებიდან ობლიგაციების წარმატებულ განთავსებამდე. მოზიდული სახსრები საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და გავაგრძელოთ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა“,-  ედიშერ ხიმშიაშვილი, “ნოვას“ გენერალური დირექტორი

„ნოვა“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე.  კომპანიის ფილიალები  საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved