დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. ამიერიდან ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. აქამდე ზღვრული ასაკი 65 წელი გახლდათ.
„წარმოდგენილი ცვლილებით ყველა ნოტარიუსი შეძლებს უფლებამოსილება 70 წლამდე განახორციელოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
კომენტარები