თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველა საბავშვო ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, პარალელურად კი მკაცრდება სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მასზე კონტროლი.
ახალი პროტოკოლის მიხედვით:
- ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ განხორციელდება;
- ტერიტორიის სრული დეზინფექცია ჩატარდება ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს;
- გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც ბავშვთა კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების წესებში.
“ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.
ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.
შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს”, – წერს სააგენტო.











კომენტარები