• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნონიაშვილი: საწვავი კვლავ გაძვირდა – ერთადერთი გზა სახელმწიფოს მიერ აქციზის გაუქმებაა

ალია ავტორი - ალია
13:14 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ევროპულ საქართველოში საწვავის გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტია მთავრობის მიერ აქციზის გაუქმებას ითხოვს, რაც, მათი განმარტებით, საწვავის ფასის შემცირებასა და პროდუქტების ფასის გაიაფებას გამოიწვევს. პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის განმარტებით, აქციზის გაუქმება ერთადერთი გამოსავალია და გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

“რამდენიმე კვირის წინ იყო დაანონსებული, რომ საწვავის ფასები კვლავ გაძვირდებოდა და ეს, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. საწვავის ფასების გაძვირება მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მხოლოდ საწვავის გაძვირებაზე არ მოქმედებს და ამ გზით ადამიანის მდგომარეობის გართულებაზე – პროდუქტების ფასი პირდაპირპროპორციულად ძვირდება და ნებისმიერ მაღაზიაში რომ შეიხედოს მოქალაქემ, აღმოაჩენს, რომ უკანასკნელი 2-3 დღის მანძილზე პროდუქტების პირდაპირპროპორციულად გაძვირდა, მაგალითად, ბურღულეული, პური, კვერცხი, არაჟანი. ეს ყველა პროდუქტზე მოქმედებს.

ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ მიზეზებზე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და, მეორე მხრიც, გამოსავალზე, რომლითაც ადამიანის ცხოვრება უფრო გაიაფდება და საწვავის ფასი გაიაფდება. მინდა, ყურადღება გავამახვილო 2013 წელზე, როცა საწვავის ფასი იყო 1.5$, დღეის მდგომარეობით, საწვავის ფასი არის $0.68. ლარის გაუფასურებამ, ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად განაპირობა საწვავის ფასის გაძვირება და არა ძირითადად საგარეო ფაქტორებმა, რასაც ამბობს ქართული ოცნება და რისკენაც იშვერს ხელს”. – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

ნონიაშვილის განმარტებით,  საწვავის გაძვირებისას საწვავის იმპორტიორებზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია, რადგან ძირითადი მიზეზი აქციზის სიძვირე და ლარის გაუფასურებაა.

“2013 წელთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 თეთრი იყო აქციზის ფასი და დღეს არის გაორმაგებული. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ლარი რომ არ გაუფასურებულიყო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ეტარებინა სახელმწიფოს, მეორე მხრივ, აქციზიც რომ არ გაძვირებულიყო, დღეს ფასი იქნებოდა არა 3 ლარზე მეტი, არამედ 1.55 ლარი. ეს, შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა მარტივად გამოთვალოს”. – ამბობს ნონიაშვილი.

საწვავის ფასის ზრდის პარალელურად, ევროპული საქართველო ერთადერთ გამოსავალს სახელმწიფოს მიერ აქციზის გაუქმებაში ხედავს, რაც, მათი განმარტებით, საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირებას გამოიწვევს.

“აქ არის ერთადერთი გზა, რომ სახელმწიფომ აქციზი უნდა გააუქმოს. საწვავის ფასები მოიკლებს 40 თეთრით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ რეგულარის ფასი არის 3.17 ლარი, გახდება 2.77. დღეს თუ პრემიუმის ფასი არის 3.27, გახდება 2.87. დღეს თუ დიზელის ფასი არის 3.25, გახდება 2.85. ეს ადამიანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და, ამავდროულად, პროდუქტების ფასს გააიაფებს, რაც, თავისი არსით, ნიშნავს თითოეული ოჯახის მაცივარში უფრო მეტ პროდუქტს, იმიტომ, რომ უფრო მეტი მსყიდველობისუნარიანობა ექნება ოჯახს”. – ამბობს ის.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის განმარტებით კი აქციზის გაუქმება პროცედურულად 5 დღეს საჭიროებს – თუ ქართული ოცნება საკითხს პარლამენტში ორშაბათს დააინიცირებს, პარასკევს აქციზის დაჩქარებული წესით გაუქმება შეეძლება, რაც, მისივე სიტყვებით, მყისიერად, 1 კვირაში გამოიწვევს საწვავზე 40 თეთრით ფასის გაიაფებას და ეს პროდუქტების ფასზეც აისახება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved