• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიუ იორკის გუბერნატორი “კოვიდ-19”-ით გარდაცვლილთა რიცხვს მალავდა? – გამოძიება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
13:45 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რეალური რიცხვის დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“ იუწყება, საქმე ეხება შარშან გაზაფხულსა და ზაფხულში ნიუ იორკის შტატში მდებარე ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას. გამოძიება ეჭვობს, რომ ეს მონაცემები შტატის გუბერნატორის ოფისმა განზრახ დამალა.

როგორც ირკვევა, გუბერნატორის ოფისმა დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში ხანდაზმულთა სახლებში 8 700 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, სინამდვილეში კი „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 50 პროცენტით მეტი იყოს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში გამოცხადება უკვე მოსთხოვეს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ადმინისტრაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის არის კუომოს თანაშემწე მელისა დეროზა, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნიუ იორკის შტატის ადმინისტრაცია ხანდაზმულთა სახლებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლიდა. მისივე თქმით, ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ოფისში თვლიდნენ, რომ ამ ცნობების გასაჯაროება შესაძლოა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა.

მომხდარის გამო, ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შეცდომა აღიარა, თუმცა განაცხადა,რომ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ.

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved