• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას მთავარი მესიჯები – “მივმართავ სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც არ იციან როგორ გამოკვებონ შვილები…”

ალია ავტორი - ალია
19:57 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს თავმჯდომარეს ნიკა მელიას ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წყლის ბოთლი მიაწოდა, რითაც შეეცადა მისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა.

გეგონათ, ზარქუას ამ ბოთლს გამოვართმევდი და თავში ჩაგარტყამდით? არა ეს შეიძლება მექნა შარშან – განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე საკითხს შეეხო.

სამაჯურის მოხსნა:


“როდესაც გასული წლის 1 ნოემბერს ამ შენობის წინ, ათასობით ადამიანის თვალწინ სამაჯური მოვიხსენი, ვიცოდი, რომ ეს თავისუფლების დროებით შეზღუდვად დამიჯდებოდა, მაგრამ ეს მერჩივნა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. მაშინ ვთქვი:”აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ.“ დღეს ეს დარბაზი მილიონზე მეტ ამომრჩეველს იმაზე მეტად უხუთავს სულს, ვიდრე მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური – ძალადობისა და უსამართლობის ის სიმბოლო.მილიონზე მეტ ამომრჩეველს ეს დარბაზი სულს უხუთავს იმიტომ, რომ იგი არჩევნების გაყალბების, სასამართლო სისტემის დამონების, ხალხის გაღარიბების, ბიუჯეტის ჭამის სიმბოლოდ იქცა.”

რას აღიარებენ “ოცნების” წევრები ერთმანეთთან საუბრისას:

“აქ ჩემს ხელმარცხნივაც ბევრნი ხართ, ვინც აცნობიერებთ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა და თუკი საჯაროდ დაყენებული ცინიკური ღიმილით გირჩევნიათ ხოლმე პასუხების გაცემა, სინამდვილეში გულწრფელ საუბარში ერთმანეთთანაც აღიარებთ იმას, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ იცის – საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა!

ყველაფერი – მისი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები, პოლიცია, პროკურატურა – დღეს ამ მიტაცების ინსტრუმენტებია და არა სახელმწიფოს მოქმედი და ლეგიტიმური ინსტიტუტები!

როცა გისმენთ არ მჯერა, როგორ შეიძლება იყო ასეთ უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქის. თქვენ ხართ დასახსნელი აქედან. თუ გაბედავთ და განსხვავებულ პოზიციას დაადიქსირებთ ბიძანს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ”

“ოცნების” გახარია და გახარია “ოცნების” გარეშე:

“რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა თქვენს ყოფილ პრემიერმინისტრთან დებატები მქონოდა აქ. როგორ გამალებით იცავდით მას, ფიზიკირ დაპირისპირებასაც არ ერიდებოდით გახარიას გამო, დღეს კი პასკვილებს უძღვნით. ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერი და იძულებული არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით? არა, კვლავ მას დაუკრავდით ტაშს. ესაა თქვენი რეალური სახე”

უმუშევრობა და სიღარიბე მილიარდერის მმართველობის დროს:

ათასობით ადამიანი პურსა და წყალზეა მხოლოდ.

50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მიმოიხედეთ ირგვლივ, ოჯახს ვეღარ ნახავთ, რომლის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ არ იყოს წასული ან წასვლაზე არ ფიქრობდეს.

მიდის ან წასვლა უნდა იმ ხალხს, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში დოვლათი შექმნას, აგური აგურზე დადოს, კეთილდღეობა გაზარდოს, თავის თავსაც არგოს და ქვეყანასაც.

სხვა რა არის, თუ არა სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ადგილს ვერ პოულობს? პერსპექტივას ვერ ხედავს? მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა მისთვის არაა? მისი არაა?

განა ამას ვერ ხედავთ? ვერ ამჩნევთ?

უბრალოდ არ იმჩნევთ, რადგან არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ხალხის წინაშე და პასუხისმგებლები ხართ მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ჰოდა, სწორედ ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება მალე!

მე აქ ვარ, რათა ყველა ჯანსაღ ძალასთან ერთად ახალი ბიძგი მივცე ახალ დიდ ერთობას, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, რომ ამ შემოდგომაზევე დაგამარცხოთ თბილისშიც, მთელ საქართველოშიც და დავუბრუნოთ ხალხს ეს მიტაცებული სახელმწიფო!” 

ეროვნული ამოცანა და მიმართვა ხალხს:

ჩვენი მხრიდან თქვენი დამარცხება არაა ვიწროპარტიული, ესაა ეროვნული ამოცანა ყველა ოპოზიციის.

ჩვენ ისევ გავაერთიანებთ ჩვენ ძალებს! ჩვენ ისევ უჩვენებთ ჩვენ მილიონზე მეტ გაუტეხელ და გულანთებულ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა არაა ერთი კაცის, არამედ მათია!

მეგობრებო, მინდა მივმართო სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც არ იციან როგორ გამოკვებონ შვილები, კომპიუტერისა და ინტერნეტის არ ქონია გამო რომ შვილებს განათლებას ვერ აძლევენ, შეგვიძლია კეთილდღეობა მოვუტანოთ ქვეყანას და ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ეს უნდა შედგეს უახლოეს კვირებში, რადგან ოქტომბერში ოცნება მართვის სადავეებთან არ იყოს”

და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, ოცნების დეპუტატ, მორაგბე დავით კაჭარავასა და ნიკა მელიას შორის, თუმცა, ჩხუბი სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია. როგორც ჩანს, ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, მართლაც გაზრდილა.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved