• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, შაბათი, 16 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა იბრძოლებს ამნისტია არ შეეხოს იმ ყაჩაღებს, ვინც თვალები ამოთხარა ბავშვებს, ვინც სისხლი დაღვარა – ანზორ მელია

ალია ავტორი - ალია
17:44 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ვერ ვიტყვი, რომ ხელი მოაწერეს და ეს დანაშაულია. ვინც ხელი მოაწერა ყველას უნდა ნიკას დროზე გამოსვლა ციხიდან… ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და მე არ ვამტყუნებ არავის, ვინც ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს.

„არა ვარ მე პოლიტიკაში ჩართული და არ ვიცი რა ხდება. ყველაფერი არის გულისამრევი.

კონტაქტი არ მაქვს (ნიკასთან) ორ თვეზე მეტია არ მინახავს. ორჯერ დამირეკა და მაგრად იყავიო მითხრა.

ნიკა თავის ღირსებას იცავს და იცავს კაცურად და მე ამაში 100%-ით ვეთანხმები. მეც, რომ ვიყო მის ადგილას ასე მოვიქცეოდი. ჩემი შვილია და ერთნაირი შეხედულება გვაქვს. ქურდობისთვის არ ზის, არც რაღაც ოხრობისთვის, ზის სამშობლოს სიყვარულისთვის.

ვერ ვიტყვი, რომ ხელი მოაწერეს და ეს დანაშაულია. ვინც ხელი მოაწერა ყველას უნდა ნიკას დროზე გამოსვლა ციხიდან. როდესაც ევროპის დიდი პოლიტიკოსები არიან ჩართულნი, ალბათ ძალიან ძნელია, თქვა „არ მოვაწერ ხელს“. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას გარეთ გამოსვლისთვის მოაწერეს ხელი. მწყინს ის, რომ შეეძლოთ ტაიმაუტი აეღოთ, როგორც ნიკამ თქვა და მისთვის ეთქვათ.

ამნისტიის შემთხვევაში, ნიკა უძლური იქნება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მერე იბრძოლებს ამნისტია არ შეეხოს იმ ყაჩაღებს ვინც თვალები ამოთხარა ბავშვებს, ვინც სისხლი დაღვარა.

ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და მე არ ვამტყუნებ არავის, ვინც ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას. ჯაფარიძე ლელოდან ამბობს, რომ მე არ შევალ სანამ ნიკას არ გამოუშვებენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კი მე წავედი დათმობაზე ხელი მოგიწერეთ მაგრამ ნიკა უნდა გამოუშვათ.

იცით რატომ არ აწყობთ ნიკას გამოშვება, 15 მაისამდე მთელ საქართველოს შემოივლის, მთელ ხალხს ფეხზე დააყენებს და გადატენილი იქნება რუსთაველის გამზირი და ეს არ აწყობს ამ მთავრობას“, – აცხადებას ანზორ მელია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას 15 მაისს რუსთავის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.

თეგები: ანზორ მელიანიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved