ნიგერიამ Covax-ის პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 3.92 მილიონი დოზა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინა დედაქალაქ აბუჯაში დღეს ჩაიტანეს.
ნიგერია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 200 მილიონს შეადგენს, დასავლეთ აფრიკის მესამე ქვეყანაა, რომელმაც Covax-ის პლატფორმის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. განასა და კოტ-დ’ივუარიში მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამები უკვე დაიწყო.
კომენტარები