• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

New Lines Magazine: საქართველოში ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების პროექტი შეჩერდა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:34 05-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

გამოცემა New Lines Magazine იუწყება, რომ NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სტატიის მიხედვით, ეს მას შემდეგ ხდება, რაც 10 თვის წინ, Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.

ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივა დაარსდა ლონდონის მიერ 2015 წელს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა – StratComs, რომელიც შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში, წლების განმავლობაში მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან დაფინანსებული ტრენინგებისა და ტექნიკური რესურსების სახით, როგორც მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ათობით მილიონი დოლარი დაჯდა.

გამოცემა წერს, რომ პარასკევს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასაჯაროდ თქვა, რომ ინიციატივა მარტში დასრულდა.

“ჩვენ ახლა განვიხილავთ ჩვენს პოზიციას საქართველოსთან სამომავლო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ”, – ამბობს ლორდთა პალატის წევრი, თარიქ აჰმადი.

გამოცემა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც “ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო, რასაც ფართო კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

New Lines აშშ-ის საელჩოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017-დან 2021 წლამდე 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგი, მათ შორის 57 პრემიერის ოფისიდან და სხვადასხვა სამინისტროებიდან იყო.

“საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით 2015 წელს შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომლის მიზანია შავი ზღვის ქვეყნების  გაძლიერება რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ალიანსის ექსპერტებისგან. ასევე, დაესწრნენ და უმასპინძლეს კონფერენციებს და ანალიტიკურ დისკუსიებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელ ანტიდასავლურ ტრაექტორიაზე სვლა, სტრატკომი გახდა სწორედ ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი, რომლისგანაც დასაცავად იყო შექმნილი.  ქართული მონიტორების მრავალი მოხსენება აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა ის ტროლების ანგარიშებს პოლიტიკურ ოპონენტებზე რუსული სტილის სასტიკი თავდასხმების განსახორციელებლად. ასევე, ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს და პროპაგანდისტულ ნარატივებს სწორედ იმ პარტნიორების შესახებ, რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს,” – ვკითხულობთ სტატიაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved