• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნეთანიაჰუმ რაფაში IDF-ს სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა – “ზავი ამ პირობებით აბსურდულია”

ალია ავტორი - ალია
18:04 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა.

“IDF ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის”. – წერია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც კაბინეტის კრების შემდეგ გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის შეთავაზებული პირობები ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის, კერძოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ზავი, “აბსურდულია”. თუმცა, პრემიერის თქმით, ისრაელელ დელეგატებს კატარში ზავის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მაინც გაგზავნის.

მანამდე, ისრაელის ომის კაბინეტის მეთაურმა, ოპოზიციური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა ბენი განცმა აღნიშნა, რომ თუ მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, ქალაქ რაფაზე იერიშს დაიწყებენ. წელს რამადანი 10 მარტს დაიწყო.

“მსოფლიომ უნდა იცოდეს, ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლა ყველგან გავრცელდება, რაფას ჩათვლით”. – თქვა ბენი განცმა.

დღეს, 15 მარტს, Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰამასმა კონფლიქტის მედიატორებსა და აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვით, ჰამასი მზად არის დააბრუნოს ისრაელელი ტყვეები პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.

თუმცა, ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აღნიშნა, რომ ჰამასის პოზიციები “არარეალისტურ მოთხოვნებზე” არის დამყარებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved