“გამარჯებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელშიფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. ნეტავ სალომემ თუ იცის ჩემს შვილთან რომ იღებს სურათს? ლეგენდარული ქართველის დიმიტრი ამილახვარის ძეგლის გახსნაზე.“
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა. ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის. ამასთან სალომე ზურაბშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
კომენტარები