• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დაიჯეროს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნების შემთხვევაში იგივე პოლიტიკას არ გაატარებს – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:03 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

დღეს თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ეს არ არის „ქართული ოცნების“ შექმნილი. ამის(სისტემის) ავტორები დღეს საუბრობენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, კი მაგრამ ერთხელ რომ იყავით რა გააკეთეთ ამ კუთხით? დღეს კი ყველა იძახის არ იყო კარგი, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კახა კახიშვილის განცხადებით, არ არსებობს ადამიანი, ვინც დაიჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმ პოლიტიკას არ გაატარებს, რასაც ცხრაწლიანი მმართველობის დროს ატარებდა.

„ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა დღეს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დაიჯეროს, თქვას, რომ მე მჯერა, რომ დაბრუნების შემთხვევაში ეს ადამიანები იგივე პოლიტიკას არ გაატარებენ.

მილიონჯერ გვისაუბრია სასამართლო სისტემაზე და ამ დროს იმ სასამართლოს შემქმნელები გამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ. მე არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებაში ამ ადამიანების დაბრუნების შემთხვევაში უარესი მდგომარეობა არ იქნება დემოკრატიის კუთხით.

2003 წლის რევოლუციამდე ასეთივე შერიგებაზე არ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ასეთივე ხელშეკრულებას მოსახლეობასთან არ დებდა, ისევ არ საუბრობდა ბატონ ზვიადზე და მის მომხრეებზე? პირველ თვეებში როდესაც რევოლუცია მოხდა, პირველ მთავრობაში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებიც იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ მერე გაქრნენ ნელ-ნელა. არ გინახავთ ეს მაგალითები, როდესაც საუბრობდნენ შერიგებაზე და ბოლოს ეს შერიგება რით დამთავრდა, პირველივე დღეს, საწყალი რჩეულიშვილი რომ სცემეს კრწანისის რეზიდენციის ასასვლელში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved