ნეპალის ცენტრალურ აეროპორტთან თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 40 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.
Yeti Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებიდან 53 ნეპალელია. თვითმფრინავში ხუთი ინდოელი, ოთხი რუსი და ორი კორეელი იმყოფებოდა. ასევე თითო მგზავრი ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან და საფრანგეთიდან იყვნენ.
კომენტარები