• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცსექტას უკვე სამი წელია ჰყავს ასეთი „საჯარიმო ბატალიონი,“ „კომბატ” გახარიას მეთაურობით“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:02 04-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:

„არის ასეთი, წმინდა საბჭოთა, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომში წმინდა რუსული პროექტი, რომელსაც ე.წ. „საჯარიმო ბატალიონები” ასრულებდნენ. ანუ, ციხის საკნებიდან გამოშვებული პატიმრები, რომლებსაც ბრძოლის წინა ხაზზე უშვებდნენ, ან დანაღმულ ველზე დანარჩენებისთვის გზის გასაკვალად. ნაცსექტას უკვე სამი წელია ჰყავს ასეთი „საჯარიმო ბატალიონი,“ „კომბატ” გახარიას მეთაურობით.
პირველად ის „შარლ მიშელის სახელობის” დანაღმულ პოლიტიკურ ველზე გაუშვეს, როდესაც „ოცნებისთვის“ დათქმულ/გადათქმული 43%-იანი ბარიერისთვის პრობლემები უნდა შეექმნა. თავისი წილი 7% კი აიღეს, მაგრამ საკრალურ „43″-ს ამით ვერაფერი დააკლეს. შემდეგ ჯერზე „საჯარიმო ბატალიონი” გაახსენდათ საკრებულოებში ნაც/გახარიასეული კოალიციების შექმნის საჭიროების დროს. აი იმ კოალიციების, შემდგომ ერთ „პოლიტიკურ ლოგინში” წოლას რომ უარყოფდნენ – „ეს ის არ იყო, თქვენ რაც გგონიათო”.
ამ დანაღმულ ველებზე ბოდიალით, რიგებიც შეუთხელდათ და რეიტინგებიც, მაგრამ „უფროსი ძმა” დაუნდობელია და თავის „საჯარიმო ბატალიონში” ჩადებული ინვესტიციის ბოლომდე გამომუშავებას ითხოვს. ამჟამად, დღე არ გადის ახალ-ახალი შემოგდებული კანონპროექტის რეგისტრაციით რომ არ გადაფარონ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მყარი ნება: გამოააშკარაოს შავი ფულის უკონტროლო ზეიმი საკუთარ სამშობლოში, დაიცვას არასრულწლოვანთა მომავალი და ჩვენი ოჯახური ტრადიციები.
არა რუსულ “штрафбат”-ებს ქართულ პოლიტიკაში – კი გინდა დაიყვირო, მაგრამ აზრი? თუ ადამიანმა მყარად მოირგო უსამშობლოთა „საჯარიმო ბატალიონში” მსახური და აირჩია მორიგ ნაღმზე არა გმირული, არამედ შნირული თვითაფეთქება, გავეცალოთ მაინც, რომ ნამსხვრევებმა არ დაგვაზიანონ. თუმცა, ქრისტიანული კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, მაინც გინდა რომ მიმართო: რათა?? რათა???“
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved