• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, ხუთშაბათი, 23 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც ყველა ოპონენტს აგენტს ეძახდნენ და ციხეში უშვებდნენ, დღეს ხმას არ უნდა იღებდნენ!“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
14:49 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
508

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, რომელთანაც საუბარი ,,აგენტების” შესახებ კანონპორექტით დავიწყეთ:

 

– ამ ხელისუფლების მხრიდან ასეთ მიდგომები ახალი არ არის, როდესაც რაღაც კანონს იღებენ და სერიოზული ხიფათებით არის სავსე. ფაქტია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების მცდელობა. რაც არ უნდა იძახონ, რომ ამერიკული კანონის მსგავსს ვიღებთ და რუსულთან კავშირში ნაკლებად არისო, ამერიკული იქნება თუ რუსული, ეს კანონი, ამავდროულად დაარტყამს ქვეყნის საშუალო ფენას, რომელივ ისედაც სულს ღაფავს ქვეყანაში. ეს ხალხი მუშაობს კონკრეტულ პროექტებზე, ხელფასებს იღებენ უცხოური დაფინანსებიდან და საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც. ჯერ ერთი, არავის უნდა უცხოეთის აგენტის სტატუსი მიიღოს, ეს სტატუსი ატაროს. ეს ბევრის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს. არადა,  მართლა ბევრი კარგი საქმე ფინანსდება გარედან და ეს პროექტები შეჩერდება.  უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი, რომლებიც უცხოურ ვალუტაში იღებდნენ შემოსავალს და ეს ფული მერე ბაზარზე ტრიალებდა. არ ვიცი ზუსტად რამდენი ადამიანი მოხვდება „აგენტების რეესტრში“, მაგრამ 600–მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, მათი უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება და ვფიქრობ, ბევრი შეძლებული ადამიანი უმუშევარი დარჩება. მსყიდველობითი უნარი შეუმცირდება ბევრ ადამიანს და ეს ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეს ყველფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. უდროო დროს იღებენ ამ კანონს. ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტები არ უნდა იყვნენ, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მაგრამ მათ გამოსავლენად გვაქვს კანონები, გვყავს სპეცსამსხურები და აგენტების გამოვლენა მათი უშუალო მოვალეობაა. ეს სპეცსამსახურები საკმაოდ კარგად არიან  დაფინანსებულნი, ყველა საშუალება აქვთ, ებრძოლონ და გამოავლინონ უცხო ქვეყნების აგენტები, მაგრამ 10 წლის განმავლობაში, რაც „ქარული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, უცხო ქვეყნის ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ. ახლა ერთი კანონის მიღებით აპირებენ ასეულობით თუ ათასობით ვითომ აგენტის გამოვლენას?! ეს სრული აბსურდია. თავად სახელმწიფო სავალუტო  ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, სხვა და სხვა ქვეყნებიდან იღებს დაფინანსებას, სესხებს, უცხოური ფულით ფინანსდება სახელმწიფო პროექტები და რა გამოდის, ამ ხელისუფლებაში ყველა აგენტია? იმ ხელფსებს, ჩვენი სახელმწიფო ჩინოვნიკები, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატები რომ იღებენ. უცხოური დაფინანსების წილიც არის. თუ ასეა, მე არ ვიცი, იქნებ ამ უცხოურ ფულს რაღაც ფარული ვალდებულებებიც მოჰყვება, რომლებიც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ვალდებულებებს ასრულებენ. რაც დოლარი და ევრო შემოდის უცხოეთიდან, იქიდან ჩემი არაფერია, უცხოურია და გამოდის, თავად სახელმწიფო ყოფილა აგენტი. ხედავთ, რამხელა აბსურდამდე მივედით? ჩვენი კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგიაო, რომ ამბობენ, ამერიკამ ეს კანონი მიიღო 1938 წელს, ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის აგენტების გამოსავლენად, იყო კონკრეტული ფაქტები, რომ ეს ქვეყნები აფინანსებდნენ კონკრეტულ ორგანიზაციებს აამერიკაში, რომლებიც მათი სპეცსამსახურების საფარი იყო. ამერიკამ ჯერ გამოავლინა აგენტები და მერე მიიღო ის კანონი. იმ დროს  ამერიკას ორივე ქვეყანა მტრად ჰყავდა გამოცხდებული. ყველამ ვიცით, ჩვენთან ეს  კანონი დასავლეთის ქვეყნებიდან ვინც გრანტებს და სხვა სახის დაფინანსებას იღებს, მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული. რუსეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს დევნას არავინ დაუწყებს. ჰოდა, მაშინ  გამოაცხადონ ევროპის ქვეყნები და ამერიკა საქართველოს მტერ ქვეყნებად, ფაქტებით დაამტკიცონ, რომ ისინი მართლა მტრობენ საქართველოს და მერე თქვან, ეს ამერიკული კანონის ანალოგიაო. ერთსაც ვიტყვი. ამ კანონის მოწინააღმდეგეა „ნაცმოძრობა“. მათი მმართველობის დროს, ბევრი უდანაშაულო ადამიანი დამნაშავეებად, აგენტებად გამოაცხდეს და ციხეში გაუშვეს. მაგალითად,ვახტანგ მაისაია, ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციის უცხოელი კოლეგისთვის გაზიარების გამო, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს და დაიჭირეს. დღეს „ნაცმოძრაობა“ ამ კანონპროექტის წინააღდეგია, რაც მთელი ამ საპროტესტო პროცესის დისკრედიტაციას ახდენს. ამდენი სიბინძურე როცა გაქვს ჩადენილი, ამდენი უდანაშაულო ადამიანი აგენტებად რომ გამოცხადე და ბევრი ციხეში გაუშვი, ჩუმად უნდა იყო. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათი ის მხარდამჭერები, რომლებიც ამ რეპრესიებს ამართლებდნენ და ყველა ოპონენტს აგენტს ეძახდნენ, დღეს ხმას არ უნდა იღებდნენ. ეს კანონპროექტი უნდა გააკრიტიკონ ნეიტრალურმა ადამიანებმა, სუფთა წარსულის პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ზოგადად, იმ საზოგადოებამ, რომელსაც „ნაცების“ დანაშულებრივ საქმიანობასთან, მის „გაპრავებასთან“ შეხება არ ჰქონიათ.

– კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი, რაც ამ კანონის მიღებს მოჰყვება, ის იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დახურავენ, მისი მენეჯერები, კვალიფიციური თანამშრომლები უცხოეთში წავლენ… ორი ღერი უცხო ენა არ იციან, ისინი გარბიან და ამ ხალხს რა დააკავებს?

– სამწუხაროდ, მართალი ხართ. ზოგიერთები 20–25 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობენ ერთი კონკრეტული მიმარულებით და ბევრი ცოდნა დააგროვეს. დავუშვათ, სასამართლო სისტების რეფორმების საკითხებში ან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ამ ხალხს სამუშაოდ გაუშვებენ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ის უცხოური ფონდები ანხორციელებენ პროექტებს, რომლებიც საქართველოშიც აფინანსებდნენ არასამთავრობოებს, ევროპელებს, რომ არ ეხალისებათ მუშაობა, იმ ქვეყნებში. ვინც ვერ მოხვდება ამ საერთაშორისო პროექტებში, ისინი ემიგრაციაში წავლენ და იქ ეცდებიან თავის გადარჩენას. მცოდნე, კვალიფიციური ხალხი წავა, ინტელექტუალური რესურსის გადინება მოხდება და უცხოური ვალუტისაც. როგორც ვიცი, ჯამში 700 მილიონი დოლარით ფინანსდებიან ჩვენი არასამთავრობოები უცხოეთიდან და ეს თანხა ცოტა არ არის. ეს ფული მთავრობას კი არ მიეცა, რომ  შეეჭამათ, მოეპარათ და სახლში წაეღოთ, არამედ მისცეს იმ ხალხს, ვინც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ იყო.  ამ ფულით კონკრეტულ პროექტებს ანხორციელებდნენ და მაღალი შემოსავალი ჰქონდათ. შესაბამისად, ფინანსურად დამოუკიდებლები იყვენ და ხელისუფლება მათ ვერ აკონტროლებდა. ასეთი დამოუკიდებელი ადამიანები ტოტალიტარულ სახელმწიფოს არ აწყობს. დამოუკიდებელი ადამიანი ტოტალიტარიზმის მტერია. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ეს ხალხი აგენტებად გამოაცხადოს და ამით, ჯერ მისთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაცია მოახდინოს და მერე, როგორც ვთქვით, ამ ადამიანების უმრავლესობა წავა ქვეყნიდან და ხელისუფლება მათგან დაისვენებს. რაც ნაკლები უკონტროლო და ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი ეყოლება ქვეყანაში, მით უკეთესი მისთვის.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023
ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

„ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ?“ – გიორგი გუგავა

19:24 03-17-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან…“ – რას ყვება სოსო ცინცაძე?

16:02 03-17-2023

ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
ახალი ამბები

გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

14:01 03-22-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით სთავაზობს

12:10 03-21-2023
სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ
ახალი ამბები

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

18:31 03-20-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved