• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის” დაშლა გარდაუვალია – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:26 01-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
727

საქმის გაკეთება თუ გვინდა, „ნაცმოძრაობის” დეპუტაციამ უნდა აიკრიფოს გუდა-ნაბადი და დატოვოს სამარცხვინო პარლამენტი, სადაც თავიანთი შესვლით ხელისუფლება თავის დროზე გადაარჩინეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონება.

„ამ პარტიას ჰყავს თავისი ლიდერი, ის არავის გადაურჩევია და არც ასარჩევი გამხდარა. თუ საუბარია ამ ლიდერის პირველი მოადგილეების არჩევაზე, ამას არც სჭირდებოდა ამდენი აჟიოტაჟი, კომპრომატების ფრიალი და სხვა. ხოლო თუ საქმის გაკეთება გვინდა, ამისთვის „ნაცმოძრაობის” დეპუტაციამ უნდა აკრიფოს გუდა-ნაბადი და დატოვოს სამარცხვინო პარლამენტი, სადაც თავისი შესვლით ხელისუფლება თავის დროზე გადაარჩინეს. ის ხელისუფლება, რომლის თურმე დამხობა უნდოდათ და რომელსაც ებრძვიან, საკმაოდ დაუჯერებელია ამ ფონზე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, – „ნაცების” არჩევნების შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი პარტიის დაშლა? – შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეგ პარტია დაიშალა მაშინ, როდესაც დაუშვა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებაში მოსვლა, არა მარტო თავად დაიშალა, არამედ ქვეყანაც გაწირა.

„დაშლა გარდაუვალია, წაგებული მხარე დატოვებს პარტიას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და შემდგომი სერია წინ გველოდება, თუმცა ახლა ნამდვილად არ იყო ამის დრო. ახლა საჭიროა ძალების კონცენტრაცია ოლიგარქ ივანიშვილის თავიდან მოსაცილებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დროის გაყვანის ტაქტიკით არის დაკავებული ე.წ. ოპოზიცია, რათა როგორმე თავისი გაჭირვებული სული მიიტანოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მერე კიდევ რაღაცა იჩალიჩოს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved