• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლარიზაციის დასრულება. იმუქრებიან, ქუჩაში გადიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ – შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
14:57 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

ჯიპას პროფესორმა, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:

სულ რევოლუციაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აძლევს მმართველ პარტიას ხელში იმ არგუმენტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლარიზაციის დასრულება. იმუქრებიან, ქუჩაში გადიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ. მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, 2003 წლის დღის წესრიგით ცხოვრობენ, თუ შედიან ამ თამაშის წესებში. მათი ეს რადიკალური განცხადებები ხელს აძლევს მმართველ პარტიას. რიგგარეშე არჩევნებით რის მიღწევას აპირებენ, ყველამ იცის.

მმართველი პარტია ცდილობს, იპოვოს ბალანსი ომის თავიდან აცილებასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის. ეს ბალანსი ხან ირღვევა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური დღის წესრიგი აქვს, რადგან ლიდერი ჰყავთ ციხეში. მათი მომხრეების უმრავლესობა რადიკალურად არის განწყობილი, 2013 წლის დღის წესრიგით ცხოვრობს.

შეიძლება ვცდები, მაგრამ ნიკა მელიაც იძულებულია გამოვიდეს და ანგარიში გაუწიოს ამ განწყობებს. ენმ-ს მომხრეები რადიკალურად არიან განწყობილი, მათ უნდათ აქციები და თუ ეს ძალიან  ხშირად არ იძახეს, მხარდამჭერების იმედგაცრუება მოჰყვება. უნდათ დუღილის ტემპერატურა ასწიონ, მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ რაღაც დონეზე. ეს ორი წამყვანი პარტია თავისი დღის წესრიგებიდან გამომდინარე რაღაც დონეზე ამ პერსპექტივას აზიანებს. არ მგონია, მრავალი წლით დაიხუროს ევროპა“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხედ დღემდე რჩება და ხლა სახეზეა ძალიან აგრესიული რუსეთი.

„კანდიდატის სტატუსის თემა უკრაინის ომმა დაძრა. ახლა უკრაინა უფრო სრულმასშტაბიან ომშია ჩართული.  შესაბამისად, სიტუაცია ჩვენ და მოლდოვასთან მიმართებაში უფრო სახიფათოა, ვიდრე იყო 2014-იდან 2022 წლის თებერვლამდე. ახლა სახეზეა ძალიან აგრესიული რუსეთი. რუსეთი დღემდე რჩება საფრთხედ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთს ჩვენთვის არ ცხელა, მაგრამ მომავლისთვის არაფერი არ არის გამორიცხული. უცხოეთში თანამემამულეთა დაცვის დოქტრინა რუსეთს ადრე ჰქონდა, ამ მძიმე ფონზე მივაქციეთ უბრალოდ ყურადღება. 40 კილომეტრში რუსული ბაზა გიდგას და თუ მოუნდება, თავში გადაუტრიალდება რამე, პუტინი აგრესიას ისედაც ჩაიდენს“, – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიენმთორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved