• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცი მაინც ნაცია: ბევრჯერ დამარხული, ისევ და ისევ, გაუთავებლად დასამარხი ვარლამია” – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:13 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი:

“გუშინ ნაცებმა თავიანთი მთავარი დამრტყმელი ძალები – მელიები, დეკანოიძები, კირკიტაძეები თუ უდუმაშვილები მუნიციპალურ არჩევნებში გადაისროლეს, თითქოსდა ახალი საომარი ფრონტი გახსენეს, და კვლავ „ინტერნაციონალის“ ტრადიციული დევიზით – „ეტო ესტნაშპასლედნი ი რეშიტელნიბოი!“ (ქართულად – „ეს არს მედგარი ჩვენი და გადამწყვეტი ბრძოლა!“) დევიზით მასებს დარაზმვისკენ მოუწოდებენ!

არადა, იმთავითვე სრული აბსურდია მუნიციპალურ არჩევნებში მსგავსი ექსტრემისტული, საომარი დევიზებით გამოსვლა, რადგან საქმე მოქალაქეთა კომუნალურ კეთილდღეობას ეხება და არა „ექსპლოტატორთა საძულველი კლასის“ მოსპობას.

კომუნალური არჩევნების რეალური კონტექსტი – უკეთესი ადამიანური ცხოვრებაა, ნაცური კონტექსტი – ადამიანური ცხოვრების ნაცვლად მტრის განადგურება მუდმივ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, სადაც მტერი არ დაილევა – ერთს მოსპობ, მეორე ამოყოფს თავს და ა.შ. – უსასრულოდ.
მუნიციპალური არჩევნების სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გამოცხადების, ანუ – აბსოლუტური შეუთავსებლობის, რეალობიდან გასვლის, უადგილობის, მოკლედ – სიგიჟის, შემყურეს ძალაუნებურად ეს მომდის თავში – კი მაგრამ, ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს!
კინოა, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი გაგებით – თენგიზ აბულაძის „მონანიების“ ეს ეპიზოდია: აივანზე გადმომდგარი ვარლამ არავიძე მასებისთვის მიტინგს ატარებს და ხალხის მტრებზე, ე.ი. ბნელ ოთახში კატების დაჭერაზე, „ბოზები ბოზებენ, ქურდები ქურდობენ და რაზვე ეტა ნარმალნა“ -ს, რევოლუციური პათოსით ჯიგრიანად უბერავს! აქ უმნიშვნელოვანესია – ფონი, რეალობის კონტექსტი… და თუ გახსოვთ – იქაც სწორედაც „კომუნალური“, ანუ – ყოფითი უწესრიგებისა და ლამის ქაოსის ფონია – წყლის მაგისტრალური მილია გახეთქილი, ვერაფრით ახერხებენ ჭავლის გადაკეტვას და ამ ვარლამისტურადდასარაზმ მასებს, მთელ ამ აღგზნებულ პუბლიკას, წყლით წალეკვა ემუქრება! ვარლამი ამას – “კომუნალური ქაოსის” რეალურ ფონს, არც იმჩნევს, ვერც ხედავს და სულაც ფეხებზეც ჰკიდია გარშემო სინამდვილეში რაც ხდება, რადგან კლასობრივი მტრის გასანადგურებლად მასების დარაზმვის ავი ვნებით არის შეპყრობილი….


…სწორედაც ამიტომ – თენგიზ აბულაძის „მონანიება“ არა მხოლოდ წარსულის გააზრებაზე, არამედ – არანაკლებად პროფეტული, ე.ი. მომავლის წინასწარმეტყველებაზე გადაღებული ფილმია. უფრო სწორედ – ჯოჯოხეთის დემონსტრირებაა, სადაც წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც ერთი ჯოჯოხეთური, მანკიერი წრის უთავბოლო და რეალური კონტექსტისგან დაცლილი ფრაგმენტებია, სადაც ეს – ცხოვრების ნაცვლად მტრის განადგურების, აბსურდი უსასრულოდ, გაუთავებლად სულ განმეორდება, ვიდრე ვინმე არ ამოთხრის და კი აღარ დამარხავს, არამედ – სადმე ისეთ ადგილას, ვერასდროს ვერავინ რომ ვეღარ იპოვის, არ გადააგდებს! მაგრამ პრობლემაც ეს არის – სად უნდა გაააგდო, რომელ უძირო ხრამში, როცა ყველგან – მილიონგზის დამარხული და მილიონ მეერთედ ამოთხრილი ვარლამია?!


…ელდარ შენგელაიას „გრენლანდიაც“ ხომ იგივეა – გინდა გაიტანე, გინდა არა, მაინც თავში დაგეცემა! ის ჯოჯოხეთური აბსურდის ტრაგედიაა, ეს კომედია. მაგრამ განა სულ ერთი არ არის? გინდა იცინე, გინდა იტირე – ნაცი მაინც ნაცია: ბევრჯერ დამარხული, მაგრამ ამ ბევრს პლუს ერთხელ ამოთხრილი, ისევ და ისევ, გაუთავებლად დასამარხი ვარლამია”

თეგები: დავით ზარდიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved