• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცებმაც კი მიიყვანეს გარდაცვლილ მშობელთან დასამშვიდობებლად პატიმრები” – ზაზა დავითაია

ალია ავტორი - ალია
13:11 06-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,197

ჟურნალისტი, ზაზა დავითაია:

ძალიან ვწუხვარ.
დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ხიდი ჩატეხა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამას მართლა არ ველოდი-
პატიმარ გულბაათ რცხილაძეს გარდაცვლილ მშობელთან გამომშვიდობების საშუალება არ მისცეს; არც პანაშვიდზე და არც გასვენებაში არ მოიყვანეს…
ნაცების რეჟიმის დროსაც კი, ძალიან იშვიათად მომხდარა, რომ ციხიდან პატიმარი გარდაცვლილ ოჯახის წევრთან დასამშვიდობებლად არ მოეყვანოთ.

მითუმეტეს, რომ გარდა იმისა, პატიმარი გულბაათ რცხილაძე სრულიად უდანაშაულოა, იგი ბუნებით არ არის სკანდალური და კანონდაუმორჩილებელი პიროვნება, რომ ან გაქცევა დაეპირებინა, ან აკაცუკური სკანდალი მოეწყო მამის ცხედართან.

2 კვირის წინ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის სასამართლო პროცესი ამის ნათელი ნიმუშია:

მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების ადგილზე ყოფნის მიუხედავად, პროცესი სამაგალითო კანონმორჩილების ფარგლებში ჩატარდა – შენიშვნაც კი არავის დაუმსახურებია მანდატურებისგან!
თავის დროზე თვით ნაცებმაც, გარდაცვლილ მშობელთან დასამშვიდობებლად მიიყვანეს ირაკლი ბათიაშვილი, მაია თოფურია, სხვებიც.

გულბაათის შემთხვევაში ვერც კი წარმოგვედგინა, რომ არ მოიყვანდნენ!

ისედაც, პატიმარი დათრგუნულია, რადგან მშობელი მასზე დარდს გადაყვა და ამ დროს დამშვიდობების, ცრემლის გამოშვების საშუალებასაც რომ არ მისცემ – ეს დიდ ანტიჰუმანურობასთან ასოცირდება.

ხელისუფლებისგან ასეთ უსულგულო დამოკიდებულებას არ შეიძლება მოეძებნოს არც განმარტება და არც გამართლება.

თანაც, უარი კი არ უთხრეს წაყვანაზე, პირიქით, შეპირდნენ! საკანში ამაოდ ალოდინეს, დრო გაუჭიანურეს, ისედაც გულჩაწყვეტილ მგლოვიარე პატიმარს.

არ ვიცი, ვინც კონკრეტულად მიიღო გადაწყვეტილება, პატიმარი გულბაათი მამის ცხედართან ბოლო ცრემლის გამოსადენად არ მიეშვა – მორწმუნეა თუ არა… მაგრამ ამ გადაწყვეტილების სირცხვილი მათ გამო მთელ ხელისუფლებას მოეცხო და “უსულგულო” შეერქვა.
სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, ვინ იცის, ვის რა ხვედრს უმზადებს წუთისოფელი და ვინძლო, ამათაც იმ საწყაულით მიუწყას მამაზეციერმა, როგორითაც თვითონ მიუწყეს…

მხნეობა ვუსურვოთ პატიმარ გულბაათ რცხილაძეს, ღმერთმა ანუგეშოს!

ღმერთმა უმოკლეს ვადაში მოულოდნელი გათავისუფლებით გაახაროს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved