• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან მოკვდება, თქვენ გამო მოკვდება” – ზელენსკი ნატო-ს

ალია ავტორი - ალია
02:31 03-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის თქმის გამო ნატო-ს წევრი ქვეყნების უარი გააკრიტიკა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი, დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს. თქვენ ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. იმ შეხვედრაზე რაზე ფიქრობდით? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება. თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო. ალიანსმა დღეს რაც გააკეთა – საკუთარი შესყიდვების სისტემიდან 50 ტონა დიზელის საწვავის გადაცემა იყო უკრაინისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ? უკეთესად დაიწვას? მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

რა არის ბუდაპეშტის მემორანდუმი

სსრკ-ს დაშლის შემდეგ კიევმა დიდი ბირთვული არსენალი მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა,1994 წელს უკრაინამ, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული არსენალი განადგურდა, ბირთვულმა სახელმწიფოებმა კი, კიევს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved