• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს გაითვალისწინეთ, თავად ნუ დაისჯით თავს”

ალია ავტორი - ალია
18:24 10-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281
დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
ძალიან ბევრჯერ მოხდა ასე: მოდის ეკლესიაში წყვილი, მათგან ერთ-ერთი მართლმადიდებელია და უნდა მეუღლის ან მომავალი მეუღლის (ძირითადად უცხოელის) მონათვლაც.პირდაპირ მთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ თარიღი და მოვნათლოთ. ვეკითხები თავად მოსანათლს, თუ რატომ გადაწყვიტა ნათლობა. ძირითადად ან არ იცის ანდა ამბობს, რომ მის მეუღლეს უნდა ასე ანდა ამბობს, რომ საქართველოში იყო სტუმრად და ისე მოეწონა ჩვენი ხალხი, ტრადიციები, მასპინძლობა და ა.შ., რომ უნდა ბარემ ჩვენებურად მონათლოს კიდეც. ვეუბნები, რომ ტრადიციებს და ქართულ სუფრას არავითარი კავშირი აქვს ნათლობასთან და ვეკითხები, წაუკითხავს თუ არა თავად ბიბლია ან მინიმუმ ახალი აღთქმა და იცის თუ არა, რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რა არის ქრისტიანობაში მთავარი ან საერთოდ რა გვწამს მართლმადიდებლებს. მპასუხობს, რომ არა, ჯერ არც წაუკითხავს, არც შეუსწავლია, არც დაფიქრებულა და არც არაფერი იცის. ამ შემთხვევაში პასუხი ეკლესიისგან არის მკაცრი, ნათელი და ცალსახა: – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ადამიანის მონათვლა. ღვთის რისხვას და სასჯელს მოვიწევთ თავზე ისიც და მეც თუ ასეთი არასერიოზულობით შევასრულებთ ნათლობას. ნათლობა თამაში არ არის. პასუხს ვაგებთ განკითხვის დღეს ნათლობის საიდუმლოს გაუფასურებისთვის. შემდეგ ამ ადამიანს და მის მეუღლესაც ვაძლევ დავალებას: თუ მართლა უნდა ნათლობა, წავიდეს სახლში, აიღოს ბიბლია, წაიკითხოს დაკვირვებით და დიდი ინტერესით, იფიქროს, გაიაზროს, თუ კითხვები გაუჩნდება მოვიდეს, ვისაუბროთ და განვმარტოთ, დაესწროს ღვთისმსახურებას ანუ უნდა გაიგოს და იწამოს ქრისტე, როგორ მისი მაცხოვარი, შემდეგ ეს უნდა აღიაროს და დაგვიდასტუროს ჩვენც, რომ სწამს ქრისტეს სახარება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი მონათვლა.
რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი? სულ ერთია, არა აქვს მნიშვნელობა – 3 თვე იქნება, 9 თვე თუ 3 წელიწადი. მთავარია მართალი და სინდისიერი იქნება მისი ქრისტიანული გზის დასწაყისი და ღმერთიც შეეწევა მის სიცოცხლეს.
ასე რომ, ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. თავად ნუ დაისჯით თავს.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved