• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო – ქონებრივი დეკლარაცია

ალია ავტორი - ალია
16:09 06-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,202

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6 ათასი ლარით აღემატებოდა. ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელშიც არსებული აქტივები და 2025 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები მიუთითა.

დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორისაა 130,79 კვ.მ ბინა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2003 წელს ჩუქებით გადმოეცა. გარდა ამისა, თურნავას საკუთრებაშია 33,03 კვ.მ ბინა ბათუმში, რომელიც 2020 წელს ასევე ჩუქებით მიიღო. 2024 წელს კი მან 50-პროცენტიანი წილი შეიძინა საცხოვრებელ სახლში ბაკურიანში — 199 კვ.მ ფართობის ობიექტი 123 710 ლარად. ასევე, 2024 წელს ბაკურიანში 1 500 აშშ დოლარად შეიძინა ავტოფარეხი. 2025 წელს კი თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდაში 1 745 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩუქებით მიიღო.

ნათია თურნავას მეუღლე, დავით ვეშაპიძე, ფლობს არაერთ მიწის ნაკვეთს საჩხერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე მშენებარე სახლს თბილისში, რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში (561,8 კვ.მ საერთო ფართი), რომელიც 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2024 წელს ვეშაპიძემ 261 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში ზემო ვაკეში 252 300 ლარად შეიძინა, ხოლო 2022 წელს — 40,72 კვ.მ ბინა ბათუმში 69 880 ლარად.

ნათია თურნავას მეუღლის დავით ვეშაპიძის სახელზე 2025 წელს დარეგისტრირდა Lexus RX500H, რომელიც 54 ათას დოლარად არის შეძენილი.

საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა საბანკო სეიფში ინახავს 321 000 აშშ დოლარს და 35 000 ევროს, ხოლო დავით ვეშაპიძის სახელზე საბანკო სეიფში შენახულია 105 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი. ამასთან, დეკლარაციაში არაა მითითებული თუ რომელი კომერციული ბანკის სეიფში ინახავს თურნავა აღნიშნულ თანხას.

სასესხო ვალდებულებები

დეკლარაცია ასახავს მნიშვნელოვან სასესხო ვალდებულებებს. სებ-ის პრეზიდენტმა „ბანკი ქართუდან” 2025 წლის იანვარში ოთხი იპოთეკური სესხი 94 000 აშშ დოლარის, 67 400 აშშ დოლარის 267 100 ევროს და 122 000 ევროს ოდენობით აიღო. აღნიშნული კრედიტები 2033-2040 წლებში უნდა დაიფაროს.

ხარჯების ნაწილში დეკლარაცია ასახავს: შვილზე გადარიცხვებს — 120 000 ლარი; მშენებლობა/რემონტს — 130 000 ლარი (თურნავა) და 90 000 ლარი (ვეშაპიძე); ახლო ნათესავებზე გაწეულ ხარჯებს — 60 000 ლარი; საქველმოქმედო ხარჯებს — 50 000 ლარი; მოგზაურობას — 25 500 ლარი; სამედიცინო მომსახურებას — 17 500 ლარი და ქონების გადასახადს — 12 365 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავას მეუღლე დავით ვეშაპიძე “რუსთავის აზოტის” მრჩეველია და მის მიერ გასულ წელს აღებულმა ანაზღაურებამ 56.5 ათასი ლარი შეადგინა.(ბიემჯი)

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved